10 რამ, რაც კატას პატრონისგან არ მოსწონს
10 რამ, რაც კატას პატრონისგან არ მოსწონს
კატასა და პატრონს შორის ძლიერი ქვეცნობიერი კავშირი არსებობს. ხშირად გვსმენია, რომ კატა თავად ირჩევს იმ ადამიანს, ვინც მასზე იზრუნებს. როდესაც სახლში მოგვყავს შინაური ბინადარი, პირველად ვფიქრობთ, თუ როგორ ვიზრუნოთ მასზე.

კატა ჭკვიანი, დაკვირვებული და საზრიანი ცხოველია. მან ყოველთვის იცის, რა სურს, ასევე არის მომენტები, როცა პატრონისგან რაღაც არ მოწონს.

10 მოქმედება, რომლებიც კატას ადამიანებისგან არ მოსწონს:

უყურადღებობა

Zooclub

უდავოა, კატა უცნაური, თავისებური ცხოველია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყურადღება არ მოსწონს. ის გასცემს და ასევე ითხოვს მიიღოს სითბო და
მოფერება.

როცა მის ქვიშას ხშირად არ წმენდთ

Zooclub

კატა ძალიან სუფთა ცხოველია, ამიტომ დიდი ხნის გაუწმენდავ
ტუალეტს ის არ მიეკარება. თქვენმა ბინადარმა შესაძლოა სახლში იპოვოს ალტერნატიული ადგილი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მისი ტუალეტი გახდება.

უხეში მოფერება

Zooclub

შესაძლოა, ძაღლს მოსწონდეს ყურის ჩამოქაჩვა, უხეშად ხელის კვრა და ეს თამაშად აღიქვას, მაგრამ კატა უპირატესობას ანიჭებს ნაზად მოფერებას. მას უბრალოდ მოსწონს, როცა პატრონი უფრთხილდება ისე, როგორც ძვირფას ნივთს.

ტანსაცმელი

Zooclub

კატა პირდაპირი მნიშვნელობით ვერ იტანს ტანსაცმელს, ვერც ბაფთებსა და სხვა აქსესუარებს.

გასეირნება მანქანით

Zooclub

შიში, გაღიზიანება, აღელვება და არაადეკვატური ქცევა - სწორედ ეს პრობლემები ეწყება კატას, როცა ის მანქანით მიგყავთ. მისთვის სეირნობა აუცილებელი არ არის, ამიტომ, თუ ექიმთან ვიზიტს არ გეგმავთ, სხვა შემთხვევაში ნუ გააღიზიანებთ თქვენს ბინადარს ამაო სეირნობით.

სურათის გადაღება

Zooclub

სხვადასხვა პოზის მიღება ფოტოგადაღების დროს - ეს კატისთვის არ არის. მას აღიზანებს, როცა პატრონი სკამზე, ნაძვის ხესთან ან ლამაზი ინტერიერის ფონზე სვამს. თუ ძალიან გინდათ სურათის გადაღება, უბრალოდ დააფიქსირეთ მისი ბუნებრივი მომენტი.

ყვირილი

Zooclub

ყვირილი, ჩხუბი, გაღიზიანებული საუბარი - ეს თქვენი ბინადრისთვის დამთრგუნველია. განსაკუთრებით, თუ საქმე მის პატრონს ეხება.

ეჟვანი და სხვა ხმაურიანი ყელსაბამი

Zooclub

კატა მშვიდი ცხოველია. მას მოსწონს, როცა ჩუმად გადაადგილდება ოთახებში. ზოგჯერ კი იმალება, ამიტომ ხმაურიანი საბმელები მის კისერზე თქვენი ბინადრისთვის გამაღიზიანებელია.

უყურადღებობა მისი "მენიუს" მიმართ

Zooclub

ისევე როგორც ადამიანებს, კატასაც აქვს გემოვნება. არის საკვები, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს და პროტესტის ნიშნად დიდ ხანს იშიმშილოს იმისთვის, რომ მის "მენიუში" ცვლილება შეიტანოთ. ამიტომ, უმჯობესია, შეიძინოთ მცირე რაოდენობით სხვადასხვა კატისთვის განკუთვნილი საკვები, რათა მან თავად შეარჩიოს.

მშვიდი ძილის დროს გაღვიძება

Zooclub

ფისომოყვარულები ხშირად აღნიშნავენ, რომ მძინარე კატა ან კნუტი ყველაზე საყვარელი სანახავია. თუ თქვენ მას მშვიდი ძილის პერიოდში გააღვიძებთ, შესაძლოა, იმდენად ცუდ განწყობაზე დადგეს, რომ სამაგიერო გადაგიხადოთ. როგორ? მაგალითად, მოისაქმოს თქვენს საწოლში, აძვრეს მაგიდაზე და ჩამოყაროს ნივთები და ა.შ. ამიტომ აცადეთ მას გამოძინება, რათა შემდეგ დადებით განწყობაზე გაიღვიძოს, მოგეფეროთ და გეთამაშოთ.

ასევე იხილეთ:

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ "ადამიანი-კატა" ხართ

5 მიზეზი, რატომ უნდა ეძინოს კატას პატრონის გვერდით

ის, რასაც მხოლოდ კატის პატრონები მიხვდებიან

გიორგი
ყველაფერში ვეთანხმები გარდა მანქანით სეირნობის, ჩემს ბრიტანულს სიგიჟემდე უყვარს მანქანით სეირნობა, ფეხსაცმელების ჩაცმას როცა ვიწყებ უკვე იცის რომ გავდივარ, მირბის მაშინვე ტუალეტში ჯდება რომ მანქანაში არ მოუნდეს (აქვს ამის მწარე გამოცდილება მასაც და ჩემს მანქანასაც და სხვათაშორის დიდი ხანი ითმინა უბრალოდ მე ვერ გავითვალისწინე დრო და მთლიანად ჩემი ბრალი იყო რომ რამდენიმე დღე ფიშების სუნი ვერ გავიყვანე მანქანიდან) და როცა ტუალეტს მოითავებს კარებთან ჯდება და გზას მიკეტავს კარებზე მიეწებება და თათებით მანიშნებს ამიყვანეო, მანქანაში ჩემს კალთაში ჯდება და ფანჯარაზე ადებს თათებს ჩამოწიეო და შუშას როცა ჩამოვწევ წვება ზედ და თავს გარეთ ყოფს და მთელი დღე რომ ატარო პრეტენზია არ დასცდება, თუ ვინმეს სჭირდება ამის დამტკიცება შემიძლია გადავიღო ვიდეო და დავდო თავიდან ბოლომდე ამ პროცესის რომელიც ყოველდღე მეორდება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?