კნუტის სახლში მოყვანით ოჯახის ახალ წევრს იძენთ. ყველა ინდივიდი სხვადასხვა თვისებით გამოირჩევა, თუმცა, შეგიძლიათ მის აღზრდაში "კორექტივი" შეიტანოთ, რათა ცხოველი უფრო ლოიალური, კარგად აღზრდილი, მეგობრული და მოსიყვარულე გახდეს.
ყველაფერი თბილი დამოკიდებულებით იწყება
კატა შესაძლოა, შეშინებული იყოს, თუ ნაკლებ ყურადღებას უთმობთ, განსაკუთრებით კი კნუტი ან 2 წლამდე კატა. მის მიმართ მნიშვნელოვანია გამოავლინოთ თბილი დამოკიდებულება (არ ეთამაშოთ უხეშად, არ მიმართოთ მაღალი ტონით და ა.შ.). თუ
კატას პატარაობიდან ასწავლეთ დაძახების დროს თქვენთან მოსვლა
ამ ჭკვიან ცხოველს არ უნდა ჰქონდეს ქცევის პრობლემები. მან არ უნდა მოახდინოს თქვენი იგნორირება, როდესაც სახელით მიმართავთ. ავარჯიშეთ ის სახელზე. როდესაც დაუძახებთ, უნდა მოგიახლოვდეთ. პირველ ხანებში დააჯილდოვეთ გემრიელი სასუსნავით, დროთა განმავლობაში ის აუცილებლად შეეჩვევა და სხვა ადამიანებისგან სახელით მიმართვის შემთხვევაშიც იმავეს გაიმეორებს.
კატა, რომელიც თავის სახელის გაგონებაზე პატრონს უახლოვდება, არ არის მორცხვი და მას მოსწონს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.
თქვენი კატა/კნუტი გააცანით მეგობრულ ძაღლს
თქვენი ოჯახის ახალი ბინადარი აუცილებლად გააცანით კატების მოყვარულ ძაღლს. კატების უმეტესობას ძაღლის ეშინია, რადგან ცუდი მოგონებები აკავშირებს. თუ გყავთ ძაღლი, ამ ამოცანას მარტივად გაართმევთ თავს, მაგრამ თუ თქვენს ოჯახში ძაღლი არ ცხოვრობს, ახლობლების წრეში აუცილებლად იქნება ისეთი ადამიანი, ვისაც შინ კატების მოყვარული ძაღლი ეყოლება.
კატა შეძლებისდაგვარად თქვენს სიახლოვეს გყავდეთ
კნუტის მიყვანიდან პირველი ორი თვე მნიშვნელოვანია, ხშირად იყოთ მის გვერდით. კატა ბუნებით დამოუკიდებელი ცხოველია, თუმცა, მისი სოციალური ინტეგრირებისთვის აუცილებელია, აჩვენოთ მას ზრუნვა, თქვენი სიახლოვე და ყურადღება. ასევე, ხშირად მოიწვიეთ მეგობრები და მიეცით მათ ნება, მოეფერონ და ყურადღება დაუთმონ თქვენს შინაურ ბინადარს.
იყავით მოსიყვარულე თქვენი კატის მიმართ
ძაღლისგან განსხვავებით, კატას უყვარს ჩახუტება, თუმცა, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს თავად სურს. ასევე, მას ძალიან მოსწონს ბეწვზე ხელის გადასმა. ხშირად მოეფერეთ თქვენს ბინადარს და აჩვენეთ, რომ ადამიანი მისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მას დროთა განმავლობაში განუვითარდება ნდობა და თქვენს შორის ფარული კავშირი შეიკვრება.
ამ რჩევების საშუალებით, თქვენ შეიძენთ მოსიყვარულე, ერთგულ ოთხფეხა ბინადარს.
ასევე იხილეთ:
10 რამ, რაც კატას პატრონისგან არ მოსწონს
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კნუტს ქუჩიდან ავიყვანთ?
როგორ მოვეფეროთ კატას? ეს ნამდვილი ხელოვნებაა