როგორ მოვუაროთ 5 კვირის კნუტს?
როგორ მოვუაროთ 5 კვირის კნუტს?
თუ გყავთ ან ახლა აიყვანეთ კნუტი, რომელიც 5 კვირის გახდა, მნიშვნელოვანია, შეიძინოთ რამდენიმე ნივთი, რათა ცხოველმა სახლში თავი კომფორტულად იგრძნოს. პატარა კნუტი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. მას სჭირდება მზრუნველობა, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს.

თბილი საწოლი კნუტისათვის

10 კვირაზე პატარა კნუტისათვის აუცილებელია სითბო, რათა შეინარჩუნოს შინაგანი ტემპერატურა. ძილისთვის იდეალური ადგილი შეიძლება გახდეს უბრალო მუყაოს ყუთიც, რომელიც პლედით იქნება დათბილული. გარდა ამისა, ყუთში შეგიძლიათ მოათავსოთ სათბური (გრელკა), რომელიც იქნება ნაჭრით ან პირსახოცით შეხვეული, რათა შემთხვევით კნუტი არ დაიწვას. ყუთში აუცილებელია დატოვოთ ადგილი,
რომ თქვენი ფუმფულა ბინადარი სათბურთან ძალიან ახლოს არ მოკალათდეს.

საკვები

თუ თქვენი კნუტი 5 კვირის
გახდა, ვეტერინარები გირჩევენ სპეციალურად ამ ასაკის კნუტისათვის განკუთვნილ საკვებს (კორმი), რომელიც შეიცავს მისი ჯანმრთელობისა და ზრდისთვის სასარგებლო ნივთიერებებს. ამ ასაკში შინაურ ბინადარს შეუძლია მიიღოს როგორც მშრალი, ისე სველი საკვები. არ დაგავიწყდეთ, პატარა ფიალით დაუდგით წყალი, რომელიც სასურველია, ყოველ დილით გამოცვალოთ.

როგორ ვკვებოთ კნუტი?

5 კვირის კნუტი ბოთლიდან საკვების მიღებას აღარ საჭიროებს. მას შემდეგ, რაც კნუტი 4 კვირის ხდება, დედა კატას საკუთარი ნაშიერები რძიდან გადაჰყავს იმ საკვებზე, რასაც თავად მიირთმევს.

ვინაიდან რძიდან საკვებზე გადაყვანას შეიძლება 2 კვირა დასჭირდეს, შეგიძლიათ, ამ ხნის განმავლობაში, შეიძინოთ დედა კატის რძის შემცვლელი და შეურიოთ ის მშრალ საკვებს. შენიშვნა: რძის შემცვლელი, მშრალ საკვებთან შერევამდე, გააზავეთ წყალში.

ჩვეულებრივ, 5 კვირის კნუტს დღეში 4-5-ჯერ უნდა აჭამოთ. ამისათვის დაგჭირდებათ  თასი (რომელიც არ იქნება ღრმა) ან თეფში. სასურველია, გქოდეთ სპეციალურად კნუტისათვის განკუთვნილი სუფთა ნაჭერი ან პირსახოცი, რათა საკვების მიღების შემდეგ თქვენი ბინადარი გაწმინდოთ.

ასევე იხილეთ:

ბანაობის პროცედურა კატებისთვის

კატის უცნაური სახლები

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კნუტს ქუჩიდან ავიყვანთ?


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?