საჭიროა თუ არა კატისთვის ბანაობა?
საჭიროა თუ არა კატისთვის ბანაობა?
კატების უმრავლესობა ვერ იტანს წყალს. არაერთ პატრონს უკვირს სპეციალისტის რჩევა, როდესაც ესმის, რომ კატისთვის ბანაობა არ არის აუცილებელი. კატას არ სჭირდება სისტემატური ბანაობა, რადგან ისინი საკუთარ სხეულს თვითონ წმენდენ (self-grooming). ის სუფთა ცხოველია, ბეწვის წმენდას საათებს ანდომებს და ყოველთვის ფორმაშია, თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მას სისუფთავისთვის თქვენი დახმარება სჭირდება. 

კატა ყველგან ძვრება, შესაძლოა, მივიდეს ისეთ ბინძურ ადგილზე, რომ შემდგომ "თვით-გრუმინგმა" ვერ უშველოს. მაგალითად, თუ გარეთ ხშირად სეირნობს, შესაძლოა, მოხვდეს წვიმაში ან ტალახში. ბეწვის წმენდა უჭირთ იმ კატებსაც, რომლებიც ჭარბი
წონით იტანჯებიან... ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რომ კატას თქვენი დახმარება სჭირდება სისუფთავის მხრივ, თუმცა, არა
ხშირად.

ამ ფუმფულა ცხოველის დაბანის დროს გაითვალისწინეთ, რომ მისი კანი ძალიან მგრძნობიარეა ადამიანისთვის რეკომენდირებული დაბანის საშუალებების მიმართ. ამიტომ, შეარჩიეთ სპეციალური, მისთვის განკუთვნილი შამპუნი/საპონი, რათა კანის საფარი არ გაუღიზიანდეს.

ასევე იხილეთ:

რატომ ილოკავს კატა ბეწვს?

ახსოვს თუ არა კატას გაბრაზება?

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კნუტს ქუჩიდან ავიყვანთ?


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?