კატის ცხოვრების ეტაპები
კატის ცხოვრების ეტაპები
ყველა სახეობის ცხოველი დაბადების პირველივე დღიდან იწყებს სამყაროს შეცნობას. მათ ეტაპობრივად უჩნდებათ სხვადასხვა შეგრძნება- ყნოსვა, გემო, მხედველობა და ა.შ.

კატებიც ანალოგიურად ვითარდებიან თავისი ცხოვრების გარკვეულ საფეხურებზე.


დაბადების პირველი დღე: ახალშობილი კნუტი ყრუ და ბრმაა. ის გრძნობს სიცივესა და სითბოს, ინსტინქტურად მიცოცავს დედის რძისკენ. ის თათით აწვება მკერდს და რძეს წოვს;

პირველი-მეორე კვირა: კნუტს უვითარდება სმენა. მას უმუშავდება გარკვეული ინსტინქტი, ის ახელს თვალს;  

მესამე კვირა: იჭრება სარძევე კბილები, კნუტები იწყებენ სირბილსა და თამაშს;

მეოთხე-მეშვიდე კვირა: კნუტი იწყებს დამატებითი საკვების მიღებას;

მეხუთე კვირა: დედა კატა იწყებს კნუტების აღზრდას - ასწავლის სოციალურ წესებს, ნადირობას და საკვების მოპოვებას;

მეათე-მეთორემეტე კვირა: დედა კატას კნუტები ახალ საცხოვრებელ ადგილას გადაჰყავს;

სამი თვიდან წლამდე: ეს პერიოდი არის შესწავლისა და ხასიათის ჩამოყალიბების დრო. ცხოვრების პირველი წელი კნუტის აღზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დროს ხდება ახალი ტერიტორიის ათვისება და იქ დამკვიდრება;

ერთი წლის ზევით: იწყება ზრდასრული კატის ცხოვრება. სამი წლის კატის ასაკი უტოლდება 28 წლის ადამიანის ასაკს;

მომდევნო ასაკობრივი თანხვედრა ადამიანისა და კატის ასეთია: 5=38, 7=48, 9=55, 11=65, 13=72, 15=88, 19=96.

ასევე იხილეთ:

მოვეფეროთ, თუ არა კატას

რას ხედავენ კატები, ძაღლები და სხვა ცხოველები ისეთს, რაც ადამიანისთვის უხილავია?

მეცნიერებმა მიაგნეს კატისგან გამოწვეულ ალერგიის საწინააღმდეგო მეთოდს

ზვიადის
დაახლოებით 3 კვირიდან 1 თვემდე, როდესაც კნუტი დამოუკიდებლად იწყებს საკვების მიღებას
ზვიადი
რა ასაკიდან შეიძლება კნუტი მოვაცილოთ დედას და სახლში წავიყვანო? მადლობა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?