რისი მინიშნება სურს თქვენს კატას თავისი ქცევებით ?
რისი მინიშნება სურს თქვენს კატას თავისი ქცევებით ?
კატა თავის სურვილებს კნავილითა და მოძრაობით  გამოხატავს. იშვიათია, ვერ მიხვდეს პატრონი, როდის რა უნდა თავის შინაურ ბინადარს. ეს საოცარი არსება ყველაზე კარგად გმოხატავს თავის სურვილებს. 

როცა ის კართან დგას და კნავის, კარის გაღებას ითხოვს, სათამაშოსთან მდგარ კატას, რომელიც კნავის, თამაში სურს, ხოლო ტუალეტის ქვიშასთან კნავილის დროს, გთხოვთ, რომ მისი ქვიშა გაწმინდოთ. თუმცა, ყოველივე ეს, ფისომოყვარულებისთვის სიახლე არ არის.

ამ ცხოველს არაერთი მეთოდი აქვს იმისთვის, რომ პატრონის ყურადღება მიიქციოს, თუმცა, შესაძლოა ზოგჯერ ვერ ვხვდებოდეთ მის ამა თუ იმ ქცევას, განსაკუთრებით, როცა
კატა ოჯახის ახალი წევრია.

და აი, რამდენიმე მათგანიც:

თუ კატას სურს მოფერება, თქვენს კალთაზე მოიკალათებს და დაიწყებს კრუტუნს. იმ შემთხვევაში, თუ თამაში უნდა, მოუსვენრად ჯდება იატაკზე, ხტება სკამზე, მაგიდაზე, საწოლზე და თვალს არ გაშორებთ. ამ დროს წინა თათებს მონაცვლეობით ამოძრავებს. კატებს ხშირად თავად მოაქვთ სასურველი სათამაშოები.

თუ სურს სიმშვიდე, ის ხტება თქვენი კალთიდან, მიდის და თქვენს დაძახებაზეც კი არ რეაგირებს. ამ დორს არ ღირს მისი ხელში აყვანა ან მოფერება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შინაური ბინადარი ყურებს უკან სწევს და კუდი ზევით აქვს აპრეხილი, არ სურს, რომ მიეკაროთ. სასურველია, ასეთი ქმედებისას გაეცალოთ, რადგან მან შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ თავისი ბასრი ბრჭყალებით.

ასევე იხილეთ:

უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს

კატის ლექსიკონი ანუ როდის რას გვეუბნება ჩვენი კატა

კატისთვის ძილი აუცილებელია

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?