რას ნიშნავს, როდესაც კატა წინა თათებით "მასაჟს აკეთებს"
რას ნიშნავს, როდესაც კატა წინა თათებით "მასაჟს აკეთებს"
ყველას, ვინც სულ ოდნავ დაინტერესებულია კატებით, შეუმჩნევია, რომ ამ ცხოველებს დროდადრო წინა თათებით თითქოს მასაჟისმაგვარი მოძრაობა სჩვევიათ. მაგალითად ისე, როგორც ცომის მოზელვისას იციან ადამიანებმა. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რატომ აკეთებენ ისინი ასე.

როგორც აღმოჩნდა, ამ ქმედების ამხსნელი რამოდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ რომელ მხარესაც უნდა გადაიხარონ სპეციალისტები, თანხმდებიან, რომ თუ კატა წინა თათებით "მასაჟს გიკეთებთ", მაშასადამე უყვარხართ!

Zooclub

პირველი ვერსიის თანახმად, ეს თანდაყოლილი ინსტინქტია. როდესაც კატა კნუტებს აჭმევს, ისინი დედის მკერდს თითქოს მასაჟს უკეთებენ, რითაც რძის მოწოლას ასტიმულირებენ. მაშინაც კი, როდესაც
იზრდებიან, ქვეცნობიერად ასეთი მოძრაობების კეთებას განაგრძობენ, ეს თითქოს უზრუნველ და ბედნიერ ბავშვობაში აბრუნებთ.

Zooclub

მეორე ვერსიის
თანახმად, კატებს ბრჭყალებს ქვეშ აქვთ ჯირკვლები, რომლებიც განსაკუთრებული სახეობის ფერმენტს გამოიმუშავებენ. მაშასადამე, კატები თავის სიყვარულსა და მიჩვევას ავლენენ მათ მიმართ, ვისაც თათებით ასეთ "მასაჟს უკეთებენ".

Zooclub

ასე რომ, თუ თქვენი ბინადარი ტკივილს გაყენებთ თავისი ბრჭყალებით და ასეთ თავისებურ მასაჟს გიკეთებთ, იცოდეთ, რომ ასე მხოლოდ სიყვარულით იქცევა. იგი თქვენდამი ყველაზე ნაზ გრძნობებს გამოხატავს!