თუ კატა ასე იქცევა, ის რაღაც მნიშვნელოვანს გეუბნებათ
თუ კატა ასე იქცევა, ის რაღაც მნიშვნელოვანს გეუბნებათ
არაერთხელ გვისაუბრია კატის ჟესტებზე, რომლებსაც ყოველთვის აქვს ახსნა. ცხოველები ამით მიგვანიშნებენ, რა სურთ  და რას გვეუბნებიან სხვადასხვა მოქმედებით. თუ კარგად დააკვირდებით, ყოველთვის მივხვდებით თქვენი ოთხფეხა ბინადრის სურვილებსა და განწყობას.

როცა კატას კუდი ზევით აქვს აწეული

Zooclub

რაც უფრო ზევით აქვს კუდი აწეული, მით უფრო ბედნიერია. თუ კატა კუდს თქვენი ფეხის გარშემო რკალისებურად შემოახვევს, ის ძალიან ბედნიერია.

დაჟინებული მზერა პატრონის თვალებში

Zooclub

კატის მზერა ნიშნავს, რომ ის თქვენ გენდობათ და თქვენთან ერთად დაცულად გრძნობს თავს. 

"გჩუქნით" ნანადირევს

Zooclub

თუ თვლის, რომ თქვენ მისი ოჯახის წევრი
ხართ, ის გასწავლით, როგორ უნდა ინადიროთ ფრინველზე, თაგვზე და ა.შ. სწორედ ამიტომ მოაქვს მას სახლში
ნადავლი.

მსუბუქად კბენა

Zooclub

პატრონის მსუბუქად კბენა, ყურებთან კვნეტა, თმის კბილით მოქაჩვა - სიყვარულის ნიშანია. კატა კნუტების მიმართ ასე გამოხატავს სიყვარულს. თუ თქვენთანაც ამგვარად იქცევა, მას ძალიან უყვარხართ.

მასაჟი თათებით

Zooclub

ეს ჟესტი გამოხატავს სიყვარულს, რომელსაც იმ მზრუნველობისთვის გიბრუნებს, რაც მისთვის გაგიკეთებიათ.

კრუტუნი

Zooclub

კრუტუნა კატა ბედნიერია. თუ მას ეფერებით და კრუტუნებს, არ შეჩერდეთ, ეს თქვენს ოთხფეხა ბინადარს ძალიან სიამოვნებს.

თუ კატა თქვენს წინ ზურგით დაწვა

Zooclub

ამ დროს კატა დაუცველობას ამჟღავნებს და გეუბნებათ, რომ ბოლომდე გენდობათ.

ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა

რას ნიშნავს, როდესაც კატა წინა თათებით "მასაჟს აკეთებს"

რატომ აკეთებს კატა ამას? დროა, გავიგოთ მათი მთავარი საიდუმლო

fiso-gori
კატების გარეშე ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია !
eto
კატა უსაყვარლესი არსებაა.
კატა
კატის ზურგზე დაწოლა თავდაცვითი პოზიციაა, ამ დროს ოთხივე თათი კლანჭევით საბრძოლველად აქვს მზად. აქ უკვე ტვითონ გადაწყვეტს დაგფატროთ თუ გაგეთამაშოთ!!!!
ttt
ბავშობაში კატა იმდენად არ მიყვარდა როგორც დზაღლი.ახლა ისეტი კატა მყავსს მის გარეშე ვერ ვდზლებ ჩემსს მესამე შვილს ვედზახი.ჩემი კრუტუნა ბიჭი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?