კატამ რომ შპალერისა და ავეჯის გადასაკრავები არ დახიოს
კატამ რომ შპალერისა და ავეჯის გადასაკრავები არ დახიოს
კატა ისეთი ცხოველია, რომ მისთვის უბრალოდ აუცილებელია ხანდახან ბრჭყალების გალესვა. თუმცა, თქვენი ავეჯი და განსაკუთრებით, კედლები ამას ყოველდღე ვერ გაუძლებს. აი, ზოგიერთი რამ, რაც გადააჩვევს კატას კედლებისა და ავეჯის დახევას.

ამისთვის, კნუტი სწორედ იმ დროს უნდა აიყვანოთ, როდესაც რაღაცას ხევს და თათები სალეს მოწყობილობაზე დააწყობინოთ. თუ ეს არ უშველის და კატა მაინც გააგრძელებს ნივთების ხევას, მიაპკურეთ მის ბრჭყალების სალესს ვალერიანკა, ხოლო როცა ის კიდევ დაიწყებს ავეჯის დახევას, მკაცრი და დაბალი ხმით დაემუქრეთ.

კატამ რომ არ დახიოს ნივთები, მის ამოჩემებულ ადგილზე
ბუშტებიანი შეფუთვის ნაწილი მიამაგრეთ. კატის ბრჭყალები ბუშტებში ჩაეფლობა და ის ყველანაირ სიამოვნებას დაკარგავს ამ პროცესის
დროს, შეიძლება, სულაც დააფრთხოს ამ უცნაურმა ნივთებმა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?