მეცნიერებმა განმარტეს, თუ როგორ შეიძლება შინაური კატა უფრო ბედნიერი იყოს
მეცნიერებმა განმარტეს, თუ როგორ შეიძლება შინაური კატა უფრო ბედნიერი იყოს
ბუნებით მტაცებელი კატები საშინაო პირობებში ხშირად მათთვის ჯანმრთელობის არატიპიური პრობლემების წინაშე დგებიან, მაგალითად აწუხებთ დიაბეტი ან სიმსუქნე. გარდა ამისა, ოთხ კედელს შორის ცხოვრება ხშირად ცხოველებში სტრესსა და ყოველდღიურ ქცევით პრობლემებს, მაგალითად მოუსვენრობასა და აგრესიას იწვევს. ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ საჭიროა კატებს მათი მონადირის ინსტინქტი გაახსენოთ, შეიძლება, სწორედ ეს აკლიათ მათ სრული ბედნიერებისთვის.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კატები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, თუ თავად უწევთ საკვების მოპოვება. შინაურ პირობებში შესაძლოა საკვებთან დაკავშირებული სხვადასხვა თავსატეხის მოფიქრება, რაც მათი მონადირის ინსტინქტს დააკმაყოფილებს.

მოწყობილობა, რომელიც არა მხოლოდ კვების, არამედ საკვების მოპოვების საშუალებას იძლევა, შესაძლოა, ვიყიდოთ მაღაზიაში ან საკუთარი ხელით
გავაკეთოთ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად პლასტიკური ბურთები საჭმლისთვის განკუთვნილი ნახვრეტებით და სხვადასხვა ფორმის ხვრელებისგან შემდგარი ნაკრები, საიდანაც კატა საკვებს ამოიღებს. როგორც წესი, ასეთი თავსატეხი გათვლილია ცხოველთა სპეციალიზირებულ საკვებზე. გააკეთეთ მსავსი ყუთი, ბოთლი ან ქაღალდის პაკეტი თქვენი ხელებით. დასაწყისში, სპეციალისტები სათამაშოში მეტი საკვების ჩადებას ურჩევენ, რომ კატას საკვების მოპოვების პროცესი გაუმარტივონ.

მეცნიერების აზრით, საკვებთან დაკავშირებული მსგავსი თამაშები დაეხმარება შინაურ ცხოველებს ჯანმრთლობის გაუმჯობესებასა და ქცევის პრობლემების დონის შემცირებაში.

გთავაზობთ ერთ-ერთ მაგალითს: რვა წლის მოკლებეწვიანმა კატამ, რომელსაც სიმსუქნე აწუხებდა, საკვების თავსატეხის დახმარებით, ერთი წლის განმავლობაში თავისი წონის 20% დაკარგა. სხვა მაგალითებში შესაძლებელია ზედმეტი აგრესიისა და იმპულსურობის, ასევე, უცხო ადამიანების მიმართ შიშის შემცირება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?