8 ყველაზე ჭკვიანი კატის ჯიში
8 ყველაზე ჭკვიანი კატის ჯიში
კატები განსხვავებული თვისებებით ხასიათდებიან: ზოგს კარგად ესმის ბრძანებები, ზოგი გვაკვირვებს გამჭრიახი საქციელით. ნებისმიერი ჯიშის კატა ექვემდებარება წვრთნას, თუმცა, ზოგიერთი მათგანი გვაჩვენებს საოცარ თვისებებს და თამაშის დროს მარტივად ითვისებეს ილეთებს.

შოტლანდიური ფოლდი

Zooclub

ამ ჯიშის გამორჩეული თვისებები - ყურების სპეციფიკური სტრუქტურა და ორ თათზე დგომის უნარი, რომელიც გენეტიკურად მოსდევს. ამასთანავე, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ჯიში, რადგან მარტივად სწავლობს ილეთებს და უყვარს კრეატიული თამაშები.

ბირმული კატა

Zooclub

ბირმულ კატას ძალიან მოსწონს "საუბარი", თუმცა, არა ისე, როგორც სიამის ჯიშს. ის ყოველთვის ითხოვს ყურადღებას, მოფერებას და
კრეატიულ ვარჯიშს/თამაშს. მარტივად სწავლობს ილეთებს და სიამოვნებით ახდენს თავისი უნარების დემონსტრირებას სტუმრების წინაშე.

კორნიშ რექსი

Zooclub

დიდი ყურებისა და მოკლე ბეწვის მქონე კორიშ რექსი საოცრად ცნობისმოყვარეა. მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რას აკეთებს ოჯახის ყველა წევრი. თუ მას თვალთვალის ნებას არ მისცემთ, გაბრაზდება და მელანქოლიისგან ბევრ საკვებს მიირთმევს, რის გამოც ხშირად ჭარბი წონით იტანჯება.

სიასამურის კატა

Zooclub

აქტიური და მოსიყვარულე ჯიშია. ვერ იტანს, როცა არ ამჩნევენ, ითხოვს ყურადღებასა და ფიზიკურ კონტაქტს (თამაშს). სიასამურის კატას ოჯახის ყველა წევრთან კარგი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ირჩევს ერთადერთ მისთვის საყვარელ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩვევა. მაღალი ხმის დიაპაზონის დახმარებით, შეუძლია, გამოხატოს ემოცია. სიამის კატა ზრდასრულ ასაკშიც აქტიური და თამაშისმოყვარული რჩება.

თურქული ვანი

Zooclub

ერთ-ერთი ყველაზე უძველესი კატის სახეობაა. მას ძალიან მოსწონს ახალი სათამაშოები, თუმცა, მალე ბეზრდება. თუქრული ვანის ბეწვი სწრაფად შრება, ამიტომ მას წყლის არ ეშინია.

თურქული ვანი ყოველთვის ერთ პატრონს ირჩევს და მისგან მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს. ემოციებსა და მოთხოვნებს გამოხატავს მიმიკისა და მელოდიური ხმის დახმარებით.

ბენგალური კატა

Zooclub

ცელქი და ეშმაკი ბენგალური კატა დიდი პოპულაუობით სარგებლობს საოცარი ბეწვის შეფერილობის გამო, რომელიც ჯიქს მოგაგონებთ. ის ძალიან ჭკვიანი, თუმცა, ჯიუტი ცხოველია. უყვარს თამაში ყველაფერთან, რაც სახლშია, მათ შორის ელექტროობასთან. ცნობილია, რომ ბენგალური კატა იმახსოვრებს, თუ საიდან და როგორ რთავს პატრონი განათებას და შესაძლოა, ყველაზე არასასიამოვნო დროს გაანათოს ან გამორთოს სინათლე.

სინგაპურული კატა

Zooclub

სინგაპურული კატა ერთ-ერთი ყველაზე პატარა ტანის მქონე კატის წარმომადგენელია, რაც კი ადამიანს ამ სახეობიდან მოუშინაურებია. ის გამოირჩევა ცნობისმოყვარე და მოძრავი ხასიათით.
სინგაპურული კატა თქვენზე უკეთ შეისწავლის სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს, ნივთების მდებარეობას, ხოლო შემდეგ მოულოდნელად დაგახტებათ მხარზე, რათა თქვენს მიმართ თავისი სიყვარული გამოხატოს.

აბისინიური კატა

Zooclub

საოცარი ჯიში ეთიოპიიდან, რომელსაც უსასრულო ენერგია აქვს. მას მარტივად ასწავლით სათამაშო ნივთების მოტანას. ის საოცრად ცნობისმიყვარეა და კარგად ათვითცნობიერებს ქცევის წესებს სახლში.

შენიშვნა: აბისინიური ჯიშის კატას ყოველთვის დააჭერით ბრჭყალები, რადგან ძალიან მოსწონს ხის კარისა და ავეჯის ფხაჭვნა.

ანიმაციურ სერიალი "სიმპსონები". ნაწვეტი დიალოგიდან:

კლენსი ვიგამი: მე ჭკვიანი ვარ ისევე, როგორც კატა, ასეა ლუ?
ლუ: რომელი ჯიშის? უბრალოდ მე ვნახე აბისინიური, რომელსაც ტელევიზორზე არხების გადართვა შეეძლო.

ასევე იხილეთ:

10 რამ, რაც კატას პატრონისგან არ მოსწონს

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატებს ესმით ფიზიკა

19 ყველაზე ძვირადღირებული კატის ჯიში

tamari-s
სად შეიძინეთ ბენგალიური კატა?
tamari-s
თამარ სწორეთ დევს, უბრალოდ იერის მოყვანილობა აქვს ცოტა სპეციპიური, მაგრამ ჯიში ბენგალია
tamari
ბანგალურ კატის სურატი ზუსტად არ გაქვტ ჩადებული .ბანგალური კატა ვეპხვს ჰგავს ზოლებიტ ბაგალიდან ვეპხვსაც ამ სახელწოდებიტ მოიხსენიებენ. მე მკავს ამ ჯისჰის კატა დზალიან ჩკვიანი და შეუპოვარია ასევე კურადგების მომტხოვნი სიასამურივიტ.მუდამ მოკლაპარაკე როცა გხედავს სულ კნავის რაც სურს იმას გასრულებინებს ისე როგორც ერტი წლიდან სამ წლამდე ბავსჰვები. მოკლედ მაგარი კატაა საყვარელი და გრაციოზული .მოტამაშეა ,მას სახლში ვერ გააჩერებ ეზო აუცილებელია .ადვილად სწავლობს პატრონის მანქანას და გზაზე უსაპრტხოდ გადასვლას .
nina
რა ლამაზები არიან,განსაკუტრებიტ ბენგალური
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?