რატომ უყვარს კატას პატრონის გვერდით მოკალათება?
რატომ უყვარს კატას პატრონის გვერდით მოკალათება?
თითქმის ყველა შინაურ ცხოველს, რომელიც ადამიანებმა მოიშინაურა, ზრდასრულ ასაკში მოჰყვებათ კნუტობის/ლეკვობის ქცევები. შინაური კატა ყოველთვის მიიწევს პატრონის გვერდით, რადგან ის ცდილობს მჭიდრო ფიზიკურ კავშირს ადამიანთან, ძირითადად კი პატრონთან.

ბუნებაში მეძუძური კნუტები ძილის დროს ყოველთვის ეკვრიან თავიანთ  და-ძმას. სანამ დედა ნადირობს და პატარებთან არ არის, კნუტებს  ერთმანეთთან ჩახუტება გაყინვისგან თავდაცვაში ეხმარება. ზრდასრულ ასაკში გარეული კატა ასე არ იქცევა, რადგან,  როგორც წესი, ის დამოუკიდებელი ცხოველია, ხოლო შინაური კატა კნუტობის ჩვევებს ზრდასრულ ასაკშიც ინარჩუნებს. ადამიანი მისი პატრონია, კატა მიჯაჭვულია მასთან, ამიტომ ფიზიკური კონტაქტისას
ცხოველი მშვიდდება და თავს კომფორტულად გრძნობს. ამასთანავე, მას სიამოვნებს სითბო.

ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს კატას
ძილის დროს პატრონზე წოლა


რას ნიშნავს, როდესაც კატა წინა თათებით "მასაჟს აკეთებს"


3 მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ კრუტუნებს კატა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?