როგორი მეხსიერება აქვს კატას?
როგორი მეხსიერება აქვს კატას?
ჯერ კიდევ გუშინ უსაყვედურეთ კატას ავეჯის დაზიანებისთვის, ფარდის დახევისთვის, მაგრამ დღეს ის იმავეს იმეორებს. მსგავსი ქმედების შემდეგ, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ კატას ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ არაფერი ახსოვს, თუმცა, როგორც ცნობილია, კატა რთულად ემორჩილება მითითებებს და უნდა ითქვას, რომ მას ხანგრძლივი მეხსიერება აქვს. 

კატის ტვინი


კატის ტვინი ადამიანის ტვინთან შედარებით პატარაა, მაგრამ გარეგნულად ერთმანეთს ჰგავს. მასაც აქვს თხემზე პროპორციულად განლაგებული ლაქები ისევე, როგორც ადამიანს. კატის ტვინი შედგება თეთრი და ნაცრისფერი ნივთიერებისგან. ადამიანის ტვინის მსგავსად, კატის ტვინიც ერთიმეორესთან ინფორმაციას იგივე სტანდარტული შეგრძნებებით აგზავნის და
იღებს. ყველაზე გავრცელებული "კატის მეხსიერების თეორია"
ნეირონის თეორიაა. მის ტვინში არსებობს მილიონობით ნეირონის კავშირი. ყოველი ნეირონი ინახავს მცირე რაოდენობის ინფორმაციას და როდესაც რომელიმე მათგანი იწყებს აქტივაციას, კატას თავისი წარსულიდან ინფორმაციას იხსენებს.

ხანგრძლივი და მოკლე მეხსიერება


ერთ-ერთ ექსპერიმენტში, სადაც კატას საკვები უნდა ეპოვა, გამოვლინდა, რომ  მისმა მოკლე მეხსიერებამ 16 საათი შეადგინა. ეს საგრძნობლად  მეტია ძაღლის მეხსიერებაზე, რომელიც 5 წუთს შეადგენს. კატებში ხანგრძლივი მეხსიერება კიდევ უფრო ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ან ადგილის დამახსოვრება, სადაც ხშირად უწევს ყოფნა, წლების განმავლობაში ახსოვს ეს ადამიანებიც და გარემოც.

კატას შეუძლია, ადამიანები და ადგილები პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ახსოვდეს. კატებში გარემოს/ადამიანების აღქმის ასაკი 2-დან 7 კვირამდეა. თუ ქუჩაში მცხოვრები კატა ამ პერიოდში არ მოხვედრილა ადამიანების გარემოში, მას გაუჭირდება მათი ნდობა.

სწავლის უნარი

მეხსიერებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი კატას უვითარდება 2 ან 3 წლამდე. ის თვალთვალით სწავლობს. მას შეუძლია გაიგოს, როგორ გააღოს კარი, თუ დააკვირდება, როგორ აკეთებთ თქვენ ამას.  კატას შეუძლია ინადიროს და მოუაროს თავს მას შემდეგ, რაც დააკვირდება, თუ როგორ აკეთებს ამას მისი მშობელი. გარდა ამისა, მას აქვს უნარი ამოხსნას რთული თავსატეხი. თუ დაინახავთ, რომ შინაური ბინადარი ხუთ ზუსტ ნახტომს 5 სხვადასხვა ადგილზე აკეთებს, რათა ავიდეს კარადაზე ან მაცივარზე, მის მიერ ამოხსნილი თავსატეხის მოწმე ხართ.

ასაკი და მეხსიერება

ასაკის მატებასთან ერთად კატის ტვინის ფუნქციაც იკლებს. კატებში კოგნიტური დისფუნქცია ითვლება დაავადებად, რომელიც ძალიან ჰგავს ალცჰაიმერს. ეს გამოწვეულია ტვინის გაუარესების მდგომარეობით, რასაც ცხოველი მიჰყავს კოგნიტური დისფუნქციისკენ. ამ დაავადებით შინაურ ცხოველს ორიენტაციის პრობლემა უჩნდება. ის ნაცნობ ადგილებშიც კი მარტივად იკარგება. 

ასევე იხილეთ:

რაზე მეტყველებს კატის კუდი?!

კატისთვის ძილი აუცილებელია

რატომ მოაქვს ჩემს კატას ჩემთვის "საჩუქრები"?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?