ახსოვს თუ არა კატას გაბრაზება?
ახსოვს თუ არა კატას გაბრაზება?
კატა ისაქმებს იმ ადამიანის ფეხსაცმელში, რომელმაც მოარტყა. იგი კბენს მას, ვინც შემთხვევით კუდზე ფეხი დააბიჯა... "სამაგიეროს გვიხდის!"- ამბობს პატრონი და ღრმად დარწმუნებულია, რომ მიყენებული ზიანი კატას დიდხანს ახსოვს.

სინამდვილეში, კატას ნამდვილად აქვს კარგი მეხსიერება - უკეთესი, ვიდრე მაგალითად ძაღლს. მას ახსოვს კონკრეტულად ის მომენტები, რომლებთანაც ყოველდღიური კავშირი აქვს: სახლის გზა, ადგილი, სად დევს მისი საკვები ან წყალი, ის ცოცხალი არსება ან ადამიანი, რომელმაც ზიანი მიაყენა.  მაგრამ დიდხანს ახსოვს კატას სიბრაზე?

ვიფიქროთ კატურად


ფისომოყვარულების უმეტესობამ არ იცის ან იმდენად გაადამიანებული ჰყავს
საკუთარი შინაური ბინა
დარი, რომ მას ემოციურსა და მგრძნობიარეს უწოდებს, მაგრამ ცხოველი ამ შეგრძნებებს არ განიცდის და გაბრაზებაც ერთ-ერთი მათგანია. კატა ადამიანი არაა და ის არ იცნობს ჩვენს სოციალურ მოდელებს.

კატა დიდხანს იმახსოვრებს იმ ადამიანს, ვინც ერთხელ გამოაცდევინა ტკივილი ან შიში, მაგრამ იგი ამ უკანასკნელს რევანშის მიზნით არ აყენებს ზიანს, უბრალოდ შიში აქვს, რომ უსიამოვნო მოვლენა კვლავ განმეორდება.

Zooclub

ეჩხუბებით კატას, ამ დროს კი ის დაიმალა ან შებრუნდა და აღარ გიყურებთ თვალებში - ეს ცხოველის აგრესიული რეაქციაა მასზე ძლიერის მიმართ. მზერითი კონტაქტის თავიდან აცილებით, გეუბნებათ, რომ მიხვდა საკუთარ დანაშაულს და აღარ სურს კამათის გაგრძელება.

კატა, როგორც კი მიხვდება, რომ კამათის "ქარიშხალმა" გადაიარა, ძველებურად მშვიდად იქცევა. თქვენი ფუმფულა მეგობარი დაგელოდებათ, როდის გადადგამთ მისკენ პირველ ნაბიჯს და ის ყველაფერს გაპატიებთ.

Zooclub

თუ საქმე ეხება იმ ადამიანს, რომელიც კატისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს, სიტუაცია შესაძლოა, გართულდეს. კატას უჩნდება შიში და სურვილი, დაიკავოს მასზე მაღალი საფეხური, ამ დროს ცხოველს ეწყება ღია აგრესია ან თავიდან იშორებს "მტრის"  შემაწუხებელ სუნს. სწორედ აქედან მოდის საქციელის გაუარესება და ნივთების დაზიანებაც.

ასევე, არსებობს შემთხვევები, როდესაც კატა ზიანის მომტანად არა მარტო მას თვლის, ვინც ტკივილი მიაყენა, არამედ ხმაურიან ადამიანსაც. მან შესაძლოა ჩათვალოს, რომ ამ ადამიანს სახლში მისი ადგილის დაკავება სურს. და კიდევ, კატას ამგვარი რეაქცია, შესაძლოა ჰქონდეს ადამიანზე, რომელსაც, მისი აზრით, უსიამოვნო სუნი აქვს.

ოთახის კუთხეებში, ფეხსაცმელებში მოსაქმება ან პატრონისთვის გამაღიზიანებელი საქციელი, შეიძლება ჰქონდეს იმ  კატასაც, რომელსაც  ყურადღება და მოფერება აკლია, თუმცა, ის რევანშისტი არაა, უბრალოდ ცდილობს, პატრონის ყურადღება ამგვარად მიიქციოს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?