შეუძლია თუ არა კატას სიყვარული?
შეუძლია თუ არა კატას სიყვარული?
ყველასთვის ცნობილია, რომ კატა ბუნებით დამოუკიდებელი ცხოველია. სწორედ ამიტომ საკუთარ ბინადარზე შეყვარებულ პატრონს უჩნდება კითხვა: შეუძლია თუ არა კატას სიყვარული და  განიცდის თუ არა ის რაიმე გრძნობას?

ეს კითხვა იქამდე იქნება სადაო, სანამ კატის ქცევებს ზუსტად არ გავაანალიზებთ. 
ასე რომ, სპეციალისტები დღემდე დაობენ ამაზე.

ძველი დროიდან მოყოლებული კაცობრიობა ბუნების ძალასაც კი  ადამიანურს ხდის. ისინი მას ადამიანურ გარეგნობასა და ხასიათთან აიგივებენ. ამ შემთხვევაში, რა შეიძლება ითქვას კატაზე? ამ ცხოველის ემოციებთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება.

ჩვენ შევეცდებით გადმოგცეთ სპეციალისტების ვარაუდები და თავად გადაწყვიტეთ, თუ რომელია მათ
შორის ჭეშმარიტი.

მოსაზრება პირველი - "კატა, რომელიც დამოუკიდებლად სეირნობს"

კატა იმდენად დამოუკიდებელი არსებაა, რომ შეუძლებელია
ადამიანს მიეჯაჭვოს და მეტიც, შეიყვაროს. ეს იდუმალი არსება იღებს ყველანაირ სიყვარულის გამოხატულებას, რომელიც მოდის პატრონისგან, თუმცა, საპასუხოდ არაფერს გასცემს. ამ მოსაზრების მომხრეები თვლიან, რომ ადამიანის ფეხზე მოკალათებული კატის კრუტუნი ბანალური ჩვევაა და მეტი არაფერი. მას ანალოგიურად შეუძლია დაწვეს სავარძელზე და დაიწყოს კრუტუნი. ამ აზრის თანახმად, ადამიანი კატისთვის "მომსახურე პერსონალია",  რომელიც საკვებისა და კომფორტის წყაროა, ხოლო თავად კატა მზრუნველის მიმართ სრულიად გულგრილია.

Zooclub

მოსაზრება მეორე: "ძაღლი - პატრონისთვის, კატა - სახლისთვის"

ამ აზრის მომხრეები ირწმუნებიან, რომ კატა ეჩვევა არა პატრონს, არამედ სახლს, სადაც ის ცხოვრობს. არავისთვის არის უცხო, რომ ძაღლისთვის სტრესია, როდესაც პატრონი ტოვებს იმ სახლშიც კი, სადაც ეს ცხოველი გაიზარდა.

კატისთვის საშინელებაა სახლის გამოცვლა: მას ძალიან დიდი დრო სჭირდება ახალ გარემოსთან ადაპტაციაში. იგი ყოველთვის გამოხატავს შიშსა და უკმაყოფილებას. ძაღლი პატრონთან ერთად დედამიწას შემოუვლის, მთავარი მისთვის პატრონის გვერდით ყოფნაა.

Zooclub

მოსაზრება მესამე: "ვისაც უყვარს, ნამდვილად უყვარს"

ნამდვილი სიყვარული არასდროს რჩება უპასუხოდ, სწორედ ასე თვლიან ამ მოსაზრების მომხრეები. არსებობს არაერთი ცხოვრებისეული ისტორია, როდესაც ადამიანის მიერ გადარჩენილი კატა, მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ტოვებს პატრონს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც კატამ ადამიანისთვის საკუთარი სიცოცხლეც გაწირა.

არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც კატა პატრონის მტკივნეულ ადგილზე წვება და მკურნალობს მას.  ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც პატრონი სახლს რამდენიმე დღით ტოვებს, კატა მის საწოლზე ან ტანსაცმელზე იძინებს და კართან მოთმინებით უცდის.

Zooclub

ყოველივე ეს კი ნამდვილად ითვლება სიყვარულის მტკიცებულებად.

შეუძლია თუ არა კატას სიყვარული? დააკვირდით თქვენს ოთხფეხა მეგობარს და ყველაფერს თავად მიხვდებით.  კატას სიყვარული შეუძლია, ზოგიერთ ადამიანზე მეტადაც კი.

ასევე იხილეთ:

10 ცხოვრებისეული რჩევა თქვენი კატისგა


რომელი მტაცებელი ცხოველის ხასიათს შეიძლება შევადაროთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კატების ფარული სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია - განსაკუთრებით ქალებისთვის!
ZURA
ჩემთვის ეს ეჭვგარეშეა, რა თქმა უნდა შეუძლია!
დიახ
რა თქმა უნდა,შეუძლია და ძალიან დიდიც!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?