თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვისაც ეს პრობლემა აქვს. უმეტესობა კატების პატრონები ძალიან შეწუხებულები არიან, თავისი ბინადარის მსგავსი ქცევით.
რამდენიმე მოსაზრება იმისა, თუ რატომ იქცევიან კატები ამგვარად:
როდესაც თქვენი პატარა ბინადარი თამაშის დროს იკბინება ან იკაწრება, ამით ცდილობს, სიტუაცია თვითონ მართოს, ამგვარი ქცევით გაჩვენებთ, რომ ოჯახში
მეორე შემთხვევაში, შეიძლება ეს არასწორი გაზრდის ბრალია ან რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თქვენს კატას ნევროზული პრობლემები აქვს.
თუ კატა თვითონ იწყებს თქვენთან თამაშს და შემდეგ გადადის კბენა-კაწვრაზე, შესაძლოა რაღაცით უკმაყოფილოა და ამით სამაგიეროს გიხდით. ეს ცხოველები ყოველთვის იმახსოვრებენ წყენას, პატრონთან პირდაპირ შეტევაზე არასოდეს გადადიან და ასე ეშმაკურად უხდიან სამაგიეროს.
როდესაც კატას ან კნუტს პირველად მოიყვანთ სახლში და შეამჩნევთ, რომ თამაშის დროს კბენის მიდრეკილება აქვს, სასურველია მიმართოთ ვეტერინარს, რათა მან მოგცეთ რეკომენდაცია, თუ როგორ გადააჩვიოთ ამ მავნე "გართობას" თქვენი პატარა ბინადარი.