უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს
უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს
უადგილო დაყნოსვა, კოცნა და კუდის ქიცინი - აი იმის სიმპტომები, რომ ძაღლს უყვარს თავისი პატრონი. მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენ კატების დიდი მოყვარული ხართ და ერთი სული გაქვთ გაიგოთ უყვარხართ თუ არა ზარმაც კრუტუნა კატას? ეს 6 ნიშანი დაგეხმარებათ თქვენ ოთხფეხა მეგობრის გრძნობებში გარკვევაში.

Zooclub

კატა ყოველთვის ახლოსაა სადაც არ უნდა წახვიდეთ.
გაითვალისწინეთ, რომ კატები ცხოველები არიან, რომლებიც მხოლოდ თავისი სურვილით დადიან იქ, სადაც უნდათ. ამიტომ თუ ის თქვენ დაგყვებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენზე ძალიან არის შეჩვეული.

Zooclub

როდესაც თქვენი კატა
ახლოს გაგივლით -
კუდი პისტოლეტის ფორმაზე უჭირავს.
როგორც კატების საქციელის მკვლევარი ჯონ ბრედშოუ ამტკიცებს, აწეული კუდი ნიშნავს, რომ კატა კმაყოფილია და ძალიან კარგ ხასიათზეა. როგორც ჩანს თქვენ მოსწონხართ თქვენს კატას.

Zooclub

თქვენი კატა ხანდახან თვალს გიკრავს.
კატების თვალის ჩაკვრა კოცნის ტოლფასია. თვალის ჩაკვრით კატა გეუბნებათ, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

Zooclub

კატა სახეს გილოკავთ და თმებზე გეთამაშებათ.
როდესაც კატა იწყებს პატრონის ლოკვას, ეს ნიშნავს, რომ ენდობა მას. ეს თავის მხრივ სიახლოვის ნიშანია.

Zooclub

კატა ლოყით გეხახუნებათ.
კატების ლოყებზე არის ფერომონები. როდესაც კატა გეხახუნებათ, ის ავრცელებს ამ სურნელს, რასაც ადამიანი ვერ გრძნობს. იცოდეთ, რომ ეს მეგობრული ნიშანია.

Zooclub

კატას მოაქვს თქვენთვის საჩუქრები.
დედა კატები თავის კნუტებს არა მხოლოდ ნადირობას ასწავლიან, არამედ იმის დემონსტრირებას, თუ რა დაიჭირეს. ამიტომ მოაქვთ თქვენთვის თაგვი, ან ჩიტი. კატა იმ ოჯახის წევრად აღგიქვამთ, რომელიც უბრალოდ ცუდად ნადირობს.

მაშ ასე - ყველა საიდუმლო გახსნილია.
tea
ჩემი ქალბატონი ალექსანდრა მოსიყვარულეა მეტქი ვერ ვიტყვი მოფერების 1 წუთი საუკუნედ ეჩსენება, ტუმცა სხვა სიყვარულის დამამტკიცებელი ნისშანი სახეზეა, საჩექრებიც მოაქვს /ეტყობა ვერ მთვლის სათანადო მონადირედ/ მეზობლის წინდები სხვათაშორის ფერების მიხედვით, მოყავს ჯოჯო /პატარა ხვლიკი/ ხან ცოცხალი ,,მერე ერთად დავდევთ გასაგდებად , ხანაც მკვდარი, დავდევტ პეპლებს ,,,,ასე ვერთობით ამწუტას ნადირობს პეპელაზეეეეეეეე
ნინო
ვაიმეე ანუ ჩემი კატა გიჟდება ჩემზე)) რა კარგია))კუდი სულ ანტენასავით აქვს,დახრილიც რომ ჰქონდეს,რამდენჯერაც გამივლის იმდენჯერ აწევს და ტანით თუ არა კუდ მაინც შემახებს და ისე გამივლის))))) თუ ვერ მოვიცალე და ვერ წავეთამაშე ჩასაფრებულია კედლის უკან,ან კარების უკან და უცებ გადმოხტება....თუ კომპთან ვზივარ დიდი ხნით და მარტო ვართ სახლში მოვა და უვნებლად ..მიკბენს,, ფეხზე))))))))არც ხეკში აყვანა არ უყვარს.დილით ჩავიხუტებ 1 წუთით და მერე უნდა დავსვა)) მოფერება უყვარს თავზე და კისერზე,წელზე როგორც კი შევეხები ზურგი აუთამაშდება,არ სიამოვნებს და უკანა ფეხით მიცილებს))))))დიდი სითბო და სიყვარული მაჩუქა.ყოველთვის ძაღლი მყავდა ასე მიჩვეული,თუმცა ადრე გვყავდა სიამის კატაც,მაგრამ ასე ახლოს არასოდეს არ მიგრძვნია მისი სითბო.არის საოცრად სუფთა და მოწესრიგებული.აქვს მისი ქვიშა აივანზე და მისი საწოლი,რომელიც ძალიან უყვარს და უფრთხილდება))------ვაიმე რამდენი დამიწერია))))))))))))))))მოკლედ მიყვარს ჩემი პისარიონი))
ნენო
ე.ი.ჩემს კატას არ ვუყვარვარ.აპრეხილ კუდს თუ არ ჩავთვლით, სხვა არაფრით არ ამჟღავნებს თბილ გრძნობებს.საერთოდაც ძალიან ველურია. ეტყობა, როგორც ადამიანები განსხვავდებიან ხასიათით, ისე არიან კატებიც. სათოფეზე ვერ მიეკარები.
roca-s
დივანზე ან საწოლში თუ ისაქმებს, ეს ნიშანია, რომ რაღაც აწუხებს და განიშნებს ან გაბრაზებულია თქვენზე
roca
როდესაც კატა დივანზე ან ლოგინზე გიპსაას ეს რისი ნიშანია?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?