უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს
უყვარხართ თუ არა თქვენს კატას? 6 ნიშანი, რითაც საბოლოოდ გაიგებთ სიმართლეს
უადგილო დაყნოსვა, კოცნა და კუდის ქიცინი - აი იმის სიმპტომები, რომ ძაღლს უყვარს თავისი პატრონი. მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენ კატების დიდი მოყვარული ხართ და ერთი სული გაქვთ გაიგოთ უყვარხართ თუ არა ზარმაც კრუტუნა კატას? ეს 6 ნიშანი დაგეხმარებათ თქვენ ოთხფეხა მეგობრის გრძნობებში გარკვევაში.

Zooclub

კატა ყოველთვის ახლოსაა სადაც არ უნდა წახვიდეთ.
გაითვალისწინეთ, რომ კატები ცხოველები არიან, რომლებიც მხოლოდ თავისი სურვილით დადიან იქ, სადაც უნდათ. ამიტომ თუ ის თქვენ დაგყვებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენზე ძალიან არის შეჩვეული.

Zooclub

როდესაც თქვენი კატა
ახლოს გაგივლით -
კუდი პისტოლეტის ფორმაზე უჭირავს.
როგორც კატების საქციელის მკვლევარი ჯონ ბრედშოუ ამტკიცებს, აწეული კუდი ნიშნავს, რომ კატა კმაყოფილია და ძალიან კარგ ხასიათზეა. როგორც ჩანს თქვენ მოსწონხართ თქვენს კატას.

Zooclub

თქვენი კატა ხანდახან თვალს გიკრავს.
კატების თვალის ჩაკვრა კოცნის ტოლფასია. თვალის ჩაკვრით კატა გეუბნებათ, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

Zooclub

კატა სახეს გილოკავთ და თმებზე გეთამაშებათ.
როდესაც კატა იწყებს პატრონის ლოკვას, ეს ნიშნავს, რომ ენდობა მას. ეს თავის მხრივ სიახლოვის ნიშანია.

Zooclub

კატა ლოყით გეხახუნებათ.
კატების ლოყებზე არის ფერომონები. როდესაც კატა გეხახუნებათ, ის ავრცელებს ამ სურნელს, რასაც ადამიანი ვერ გრძნობს. იცოდეთ, რომ ეს მეგობრული ნიშანია.

Zooclub

კატას მოაქვს თქვენთვის საჩუქრები.
დედა კატები თავის კნუტებს არა მხოლოდ ნადირობას ასწავლიან, არამედ იმის დემონსტრირებას, თუ რა დაიჭირეს. ამიტომ მოაქვთ თქვენთვის თაგვი, ან ჩიტი. კატა იმ ოჯახის წევრად აღგიქვამთ, რომელიც უბრალოდ ცუდად ნადირობს.

მაშ ასე - ყველა საიდუმლო გახსნილია.
ნუცა
მიყვარს ეს ულამაზესი თბილი არსებები მათთან ყოველთვის მშვიდად ვგრძნობ თავს
andi
ძალიან მიყვარს კატები.. თითქმის უზომოდაც კი )) მახსოვს ჩემს კატას შვილი მოუკვდა და მთელი ნანადირევი ჩემთან მოჰქონდა )) შვილებს რომ ეძახიან დედა კატები იმ ხმით მატყობინებდა რომ ნანადირევი მოიტანა
1111-s
შენ გაიხარე, რამდენი ვიცინე, ალბათ ხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც გეხვეწები არ გააგდო დედამისთან, ის არ მიიღებს და ცოდვაა.
ol
რა საყვარელი არის :*
ana
მიყვარს ეს არსებები ძალიან მიყვარს!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?