"ღამე თევზის მაღაზიაში შემოიპარა კატა, რომელმაც შეჭამა 63 ათასი მანეთის ღირებულების პროდუქტი. დახლზე ზღვის სხვა პროდუქტებთან ერთად შენახული გვქონდა ძვირადღირებული ზღვის პროდუქტებიც. რაც დარჩა ყველაფერი გაფუჭებულია და გადასაგდები."- განუცხადა მაღაზიის წარმომადგენელმა "РИА Новости" -ის ჟურნალისტს.
გამყიდველის თქმით, კატა აეროპორტის ახლოს ცხოვრობს და ის ხშირად "სეირნობს" ამ შენობაში.
"მე მას ხშირად ვხვდებოდი, ბოლოს გუშინ ვნახე, შესაძლოა, ვიღაც აქ აჭმევდა და მოჩვეული იყო."- ამბობს მაღაზიის გამყიდველი.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
მოიპარეს ლეკვი, რომელიც იშვიათი შეფერილობით გამოირჩევა