გოგონამ ეს ნატანჯი კატა ქუჩიდან აიყვანა.. შეხედეთ, როგორ გამოიყურება ის ახლა!
გოგონამ ეს ნატანჯი კატა ქუჩიდან აიყვანა.. შეხედეთ, როგორ გამოიყურება ის ახლა!
მხოლოდ ადამიანებს არ აქვთ მძიმე ცხოვრება. ჩვენ ისე ვართ დაკავებულნი ყოფიერი ცხოვრებით, რომ ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ იმას, როგორ გრძნობენ თავს ცხოველები, რომლებიც ჩვენს თვალწინ მთელი ძალით გადარჩენისათვის იბრძვიან.

მაგალითად, ეს კნუტი სტამბოლის ქუჩებში ცხოვრობდა და ჭრილობებზე, რომლებიც ყურებსა და ცხვირზე ჰქონდა, უკვე პატარა მატლები გაუჩნდა. მის ახლოს ყოველ დღე უამრავი ადამიანი დადიოდა, მაგრამ არც ერთი დაფიქრებულა იმაზე, რომ საწყალ ცხოველს დახმარებოდა.

Zooclub

ამ კნუტის სიცოცხლე ჯოჯოხეთს ჰგავდა მანამ, სანამ ეს 7 წლის გოგონა არ გამოჩნდა. მას შეეცოდა ცხოველი და გადაწყვიტა, ეზრუნა კნუტზე.
მას შემდეგ კნუტის ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო.

მოვლისა და მზრუნველობის შედეგად, ცხოველმა თანდათან ძალა მოიკრიბა.

Zooclub

გოგონას მამა ექიმად მუშაობს და იგი დაეხმარა კნუტის მკურნალობაში. მას მრავალი ჭრილობის მატლებისგან გასუფთავება და გაკერვა მოუწია. იმუნიტეტის გასაძიერებლად რძეს ასმევდა.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანებმა დაუშვეს ის, რომ კნუტი ასეთ საშინელ მდგომარეობამდე მისულიყო. გოგონას ცხოველისადმი სიყვარული და ყურადღება ქების ღირსია.

Zooclub

ორიოდე კვირის გასვლის შემდეგ უკვე საოცარი შედეგი შეიმჩნეოდა. ჭრილობები შეხორცდა, ბეწვი ამოუვიდა. ის ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა.

ეს გოგონა არასოდეს აღარ დაუშვებს, რომ კნუტს რაიმე დაუშავდეს. ცხოველს ახლა უკვე საუკეთესო და საოცნებო პატრონი ჰყავს.

Zooclub

აიღეთ მაგალითი ამ გოგონასგან, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს. მისი ქცევა ყველა ჩვენთაგანისთვის მაგალითი უნდა იყოს და ჩაგვაფიქროს იმაზე - ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისათვის, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

liza
KKKKKKKK-ს მე ქუჩის კატებს ვაჩმევ, ძალიან ველურები არიან, რამოდენიმე უკვე მაფერებინებს თავს და ალბათ სხვა დანარჩენებიც მომეჩვევიან. პირველ რიგში უნდა ჩეეჩვიოს რომ შენს ხარ ის ვინც აჩმევს გემრიელ საჭმელს, მერე თბილად ელაპარაკე და შორიდან ეფერე, ბოლოს თვითონ მოვა და მოგაფერებინებს, ოგონდ Xელში აკვანა არ სცადო, თავიდან შეიძლება შეაშინო ამით. ორი კვირის წინ მოფერების დროს მიკბინა ერთმა, აცრა არ გამიკეთებია დღემდე ვეფერები ის ველურს:)
ნია
kkkkkkkkkkkkkkkkkkkk, ძალიან ძნელია იმ კუნტის შეჩვევა, რომელსაც მანამდე ზრდიდა დედა და თანაც ის დედაც არ იყო კონტაქტური ადამიანებთან. მეც მყავდა ასეთი კატა, ახლა მისი შვილი გყვავს. არც ის გვეკარება, მხოლოდ საჭმელად მოდის. კნუტებსაც ასე ზრდის. ვერაფრით ვერ შევიჩვიეთ.
patroni
გენაცვალე ბავშვო გაიხარე
megi
გოგონა რომ დიდი ქების ღირსია, ეგ სხვაა. მე კი იმაზე ვფიქრობ, ვინაა ის ხალხი, ვინც ცხოველს ასე საშინლად ექცევა? ანუ სუსტს, უენოს, ასე ტანჯავს?! კნუტი აშკარად დასახიჩრებულია ხელოვნურად......... იქნებ, ცხოველისადმი სისატიკე კანონით ისევე უნდა ისჯებოდეს, როგორც სხვა სისატიკეები?!
kkkkkkkkkkkkkkkkkkkk
კნუტი მაჩუქა ერთი წლის წინ ახლობელმა,მაგრამ არ შემეჩვია.სულ იმალებოდა და ბოლოს გამექცა სახლიდან.როგორ უნდა მივიჩვიო არ ვიცი.სულ მინდოდა ფერება მაგრამ მემალებოდა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?