რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?
რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?
ყველაზე გავრცელებული შინაური ბინადარი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, არის კატა. თუ ამ ცხოველმა ადამიანის ნდობა მოიპოვა, მისი პირადი "მკურნალი" ხდება. ის წვება პატრონის მტკივნეულ ადგილზე, კრუტუნებს, ათბობს თავისი სხეულით და ტკივილი ნელ-ნელა ქრება. 

სტატისტიკურად, ის ადამიანები, ვისაც სახლში კატა ჰყავს, 5-ჯერ ნაკლებად აკითხავენ ექიმს, ვიდრე ისინი, ვისაც სახლში ეს ცხოველი არ ჰყავს.

გულის მიდამოებში ჩხვლეტა-ტკივილი

არა ერთი ფაქტი ყოფილა, როდესაც კატას ადამიანი გადაურჩენია გულის შეტევისა და ჰიპერტონული კრიზისგან. ამ ცხოველს შეუძლია წინასწარ მიხვდეს და ანიშნოს პატრონს მოსალოდნელი კრიზი. ადამიანის, რომელმაც
ინფარქტი გადაიტანა და მის სახლში კატა ცხოვრობს, შეტევის განმეორების რისკი ძალიან დაბალია. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას

კატის მოფერება სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. მოკლებეწვიანი ან უბეწვო კატებს (სფინქსი, სიამის, ობისინიური, ეგვიპტური მაუ და ა.შ.) სხვა ჯიშებთან შედარებით, მეტად ეფექტურად შეუძლიათ პატრონის მკურნალობა ნაწლავური პრობლემების დროს.

სტრესი და დაღლილობა

კატას შეუძლია გაგანთავისუფლოთ დაღლილობის, დაბალი წნევისა და სტრესის დროს, ასევე შეუძლია თქვენი პულსის დარეგულირებაც. საუკეთესო "ფსიქოთერაპევტები" და "ნევროპათოლოგები" არიან გრძელბეწვიანი კატები- ანგორა, სპარსული, ბირმული და ა.შ.
უფრო მეტად, შავი კატა იღებს ადამიანისგან უარყოფით ენერგიას, ვიდრე სხვა ფერის კატები. წითურ კატებს შეუძლიათ ადამიანი დადებითი ენერგიით დამუხტონ. ნაცრისფერი კატა ადამიანს ამშვიდებს, ხოლო თეთრები ტკივილის დროს საუკეთესო ექიმები არიან.

იმუნური სისტემის ასამაღლებლად

თუ ყოველდღიურად მოუსმენთ კატის კრუტუნს, რომელსაც 4-16 ჰერცია, ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს იმუნიტეტზე. მკვლევრები თვლიან, რომ კატის კრუტუნი იგივეა, რაც ულტრაბგერითი მკურნალობა, რომელიც აჩქარებს ჭრილობის შეხორცებასა და ამკვრივებს ძვლებს. სპარსული ჯიშის კატას შეუძლია ადამიანი გაათავისუფლოს ოსტეოხონდროზისგან გამოწვეული ტკივილებისგან.

სიცოცხლის ხანგრძლივობა

მეცნიერები იკვლევენ კავშირს კატის ზემოქმედებას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან მიმართებაში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე კატა ჰყავს სახლში, ცოცხლობს 10,3 წლით მეტს, ვიდრე  ის, რომელსაც არ ჰყავს. კვლევისას დადგინდა, რომ კატის მფლობელებს ბევრად კარგად აქვთ მოწყობილი სისხლის მოქმედება, ხოლესტერინის დონე კი, საკმაოდ დაბალი აქვთ.

კატა, როგორც ენერგოინფორმაციის ხელსაწყო

მეცნიერები თვლიან, რომ კატა ენეგოინფორმაციის ცოცხალი ხელსაწყოა. მათი აზრით, თუ კატა ხშირად წვება პატრონის თავზე, ეს ადამიანი შესაძლოა იყოს გიპერტონიკი ან მიდრეკილი თავის ტკივილისკენ. თუ კატა ადამიანის მარცხენა მხარზე წვება, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს გულის პრობლემებზე. თუ კატა წვება პატრონის წელთან მიკრული, ეს მიანიშნებს თირკმლის პრობლემებზე, ხოლო თუ ცხოველი ადამიანის ფეხებზე წევს, შესაძლოა ვიგულისხმოთ დაბალი წნევები ან პატრონის იოლად გაციება.

ასევე იხილეთ:

შინაური ბინადრების სიყვარული წონაში დაკლების სტიმულს აძლიერებს

5 სახეობის ცხოველი, რომელიც ადამიანს მკურნალობს

რომელი მცენარეა საშიში თქვენი ბინადრისთვის

tea
მართალია მე მარტლაც დაბალწნევიანი ვარ და ჩებს ქალბატონს ჩემ ფეხზე ჩახუტებულს სძინავს. ფისოები ნერვის ანთების მკურნალებიც არიან.... მე მომირჩინა .მტელი ღამე ლოკავდა მტკივნეულ ადგილს ტან კრუტუნებდა და მატბობდა. დილიტ ჩიტივიტ ვიყავი, მადლობა ფისუნიებოოოოოოოოოოოოოოოოოო
buso
ზუსტად ჩემი ფისოც ასეთია ასე იქცევა მე რომ სიცხე მაქ ან თავი მტკივა ან გული შემაწუხებს:დ მოკლედ ძალიან კარგები არიან ჩემი ბუსო განსაკუთრებით!მზრუნველი თბილი!ჩემო წამალია:@
შოთას
და რამე რომ გტკივა, აქ სითბო რა შუაშია, ახსნი?
შოთა-ს
აზრზე არ ხარ და მაინც წერ! კატა მყავს უკვე მესამე და ზუსტად ისეა როგორც სტატიაშია ნათქვამი. ცუდად თუ ხარ დარდობს და ცდილობს რაიმენაერად დაგიდგეს გვერდში, ან გეთამაშება, ან გათბობს ან თუნდაც რაიმეს გააფუჭებს რომ ყურადღება გადაიტანო და არ დაიგრუზო. ჯერ კატა იყოლიეთ და მერე წერეთ სისულელეები.
შოთა
კატა იმიტომ წვება ავადმყოფთან, ან მომაკვდათან რადგან ტემპერატურის მატებას (სიცხეს) გრძნობს და სითბოსთან წვება !! თქვენი მკურნალობა საერთოდ არ აინტერესებს, გათბობა უნდა :) თქვენი აზრით ავტომანქანის ძარაზე რატომ გხვდებიან დილაობით ფისოები?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?