გამოავლინეს კატა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა კნავის
გამოავლინეს კატა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა კნავის
ეს კატა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მერლინი ინგლისში, დევონის საგრაფოში ცხოვრობს.

"The Daily Mail"-ის ცნობით, 13 წლის კატის მიერ გამოცემული ხმა 67.8 დიციბლის ტოლია მაშინ, როდესაც ხმების სიძლიერე, რომელთაც შინაური კატები გამოსცემენ, ჩვეულებრივ, 25 დიციბელს შეადგენს.

2 წლის წინ მერლინის პატრონმა, ტრეისი ვესტვუდმა წაიკითხა კატა სმოკის შესახებ, რომელიც 67,68 დიციბლის მაჩვენებლით შესული იყო გინესის წიგნში. ქალბატონმა ჩათვალა, რომ მისი ბინადარი ადვილად შეძლებდა ამ რეკორდის მოხსნას.

2015 წლის დასაწყისში, სმარტფონზე დაყენებული პროგრამის
დახმარებით, ტრეისიმ მარლის ხმის სიძლიერე გაზომა. მისი კრუტუნი 98-სა და 100 დეციბლის შორის მერყეობდა, რაც თამაშის დროს მარია შარაპოვას ყვირილის სიძლიერეს შეიძლება შევადაროთ (101,2
დეციბელი).

ამის შემდეგ ვესტვუდის სახლში ჩავიდნენ ექსპერტები, რომელთაც ახალი მსოფლიო რეკორდის დაფიქსირება სურდათ, თუმცა, პირველმა ორმა შემოწმებამ სმოკზე ნაკლები შედეგი აჩვენა. მაგრამ მას მერე, რაც მერლინმა ისადილა, მისი ხმა გაძლიერდა 67.8 დეციბლამდე. ამის გამო, ექსპერტებმა გინესის რეკორდების წიგნში ახალი რეკორდი დაარეგისტრირეს.

ვესტვუდის თქმით, მარლის თავისი ხმით შეუძლია ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხმაური გადაფაროს.
“ხანდახან, იმ მომენტებში, როდესაც ის მართლაც ხმამაღლა კნავის, ტელევიზორში კი ფილმი გადის, იძულებული ვარ ტელევიზორის ხმას ავუწიო ან კატა გავაბრძანო ოთახიდან”, - აღნიშნა ქალბატონმა.






კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?