რომელ ბალახს ჭამენ კატები?
რომელ ბალახს ჭამენ კატები?
კატის პატრონი ან ადამიანი, რომელიც არ არის გულგრილი ამ ცხოველის მიმართ შეამჩნევდა, თუ როგორ ჭამენ კატები გაზონებზე, საყვავილეებში, ხოლო შინაური ბინადრები დროდადრო ცდილობენ სახლის მცენარეების ჭამას. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ კატებისთვის ეს თამაშია, მაგრამ სინამდვილეში ბალახის ჭამა დიდ როლს თამაშობს ცხოველის ორგანიზმის ფუნქციონირებაში.
რომელ ბალახს ჭამენ კატები და რატომ?


ბუნებამ ბევრი ცხოველის ცნობიერებაში ჩადო შესანიშნავი ინსტიქტი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სასარგებლო და შხამიანი მცენარე გაარჩიონ ერთმანეთისგან. ამიტომ იმაზე ღელვა, თუ რა ბალახს ჭამენ კატები და ხომ არ ავნებს ეს მათ, არ
ღირს. თქვენი ცხოველი არასოდეს გაეკარება იას, ნარცისს, გერანიას, ყაყაჩოსა და სხვა მცენარეებს, რომლებმაც შეიძლება ის
მოწამლოს.

მაგალითისთვის, ქუჩაში თავისუფლად მოსეირნე კატები ჭამენ უფურცლებო გვირილას, რომელიც ყველგან იზრდება. რა ბალახს ჭამენ შინაური კატები?

უკეთესია, მათ მისცეთ გაღივებული მარცვლეული: შვრია, ქერი, ხორბალი. ისინი შეიძლება იაფად ვიყიდოთ პროდუქტების მაღაზიაში, დავთესოთ და თავად გავზარდოთ, რაც ძალიან იოლია. ის იზრდება ძალიან სწრაფად. 10-12 დღის შემდეგ თქვენს ბინადარს უკვე შეეძლება მათი ჭამა. მისი გაზრდა შეიძლება ყვავილის ქოთანში. მარცვლები მცირე სიღრმეში უნდა დაითესოს, ყოველ დღე მოირწყას ან დაითესოს არაღრმა თეფშზე სველ დოლბანდზე, რომელიც ასევე სულ სისველეში უნდა შევინარჩუნოთ.


კიდევ რომელ ბალახს ჭამენ კატები?

მათ ძალიან უყვართ პიტნის ფოთლები. მაგრამ მისი სახლის პირობებში გაზრდა რთულია. ამიტომ მოცემული მცენარე კატებისთვის ზაფხულშია ხელმისაწვდომი, როდესაც პიტნა მრავლდება აგარაკებზე და ბაზარში გამოაქვთ გასაყიდად.

რომელ ბალახს ჭამენ კატები უკვე გავარკვიეთ. მაგრამ რა მიზნით ჭამენ მათ?

კატები ძალიან სუფთა არსებები არიან. ისინი ბეწვს ყოველ დღე ისუფთავებენ, ამის შედეგად მათ კუჭში ბეწვები ხვდება და გროვდება. ბალახი კი, რომლითაც კატა იკვებება, ასუფთავებს ცხოველის კუჭნაწლავს. ძირითადად, ეს გულისრევის სახით ხდება.
რა თქმა უნდა, ახალი ბალახი სასარგებლო მიკროელემენტების, ვიტამინების წყაროა და ძალიან მნიშვნელოვანია კუჭნაწლავის ტრაქტის სწორი ფუნქციონირებისთვის.

ბალახი კუჭში ბალასტს ქმნის და საშუალებას აძლევს ცხოველს არ იგრძნოს შიმშილი და არ მოიმატოს წონაში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია კასტრირებული და სტერილიზებული ცხოველებისთვის, რომლების ნაკლებად მოძრაობენ და მიდრეკილება აქვთ ჭარბი წონისკენ.
ყოველი ადამიანი ცდის ან არასწორი მეთოდებით ცდილობს გაარკვიოს, რომელ ბალახს ჭამენ კატები. შესაძლოა, რომ გაღივებული მარცვლეულის შეთავაზებისას ცხოველისგან უარი მივიღოთ. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, რადგან ცხოველებს საკუთარი ინდივიდუალური სურვილები აქვთ. შესაძლოა ჩვენს კატას არ უყვარს ქერი, სამაგიეროდ ძალიან კარგად მიირთვას ხორბალი და პირიქით.

ninka
სულ მაინტერესებდა რომელი ბალახი იყო საჭირო. მადლობა ასეთი დეტალური ინფორმაციისთვის. :)
manana-sh
გარდა აღნიშნულისა კატები ავადმყოფობის დროს მიირთმევენ ,,ჭანგას" ღერებს (ამის შემდეგ გულს ირევენ), ავადმყოფობის დროს ძაღლებიც მიირთმემევენ ამ მცენარეს. მახსოვს ჩემი ძაღლი ავად გახდა, ერთ დღესაც 3 დღე არ გამოჩენიილა, დილით რომ გავიღვიძე თავის ,,სახლში" დამხვდა, იანვარი იყო და მახსოვს გამიკვირდა, საიდან მოიტანა ჭანგას მწვენე ღერები, მერე მივხვდი წყლისპირებზე ყოველთვის არის ეს მცენარე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?