მეცნიერებმა მიაგნეს კატისგან გამოწვეულ ალერგიის საწინააღმდეგო მეთოდს
მეცნიერებმა მიაგნეს კატისგან გამოწვეულ ალერგიის საწინააღმდეგო მეთოდს
მეცნიერების ახალი აღმოჩენა შესაძლოა მედიცინის ისტორიაში რევოლუციად იქცეს ალერგიისა და ასთმის სამკურნალოდ.

ნოტინჰემის უნივერსიტეტში მკვლევრებმა მიაგნეს, როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი კატისგან გამოწვეულ ალერგიას. 

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ალერგიას იწვევს კატის კანზე არსებული მიკრობები. როდესაც ალერგიულ ადამიანს ცხოველის ამ საფარის ნაწილაკები ხვდება სხეულზე, სწორედ ეს იწვევს ალერგიულ რეაქციას, რომელსაც თან ახლავს ცემინება, სუნთქვის გართულება და სხვა სიმპტომები.
"იმისთვის, რომ მოიძიოთ მეტად ეფექტური საშუალება ამ დაავადების სამკურნალოდ, აუცილებელია გავარკვიოთ, რა სახით ხდება ადამიანზე ამ დაავადების გამოვლენა." - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი,
დოქტორი ამირა გეიმ-მაგამი.

გაირკვა, რომ ადამიანის ერთ-ერთი იმუნური სისტემის ალერგოლების ბადე ურთიერთქმედებაშია მონოსახარიდის მანოზას რეცეპტორებთან.
სწორედ მათზე ზემოქმედებით შეიძლება ამ დაავადების დამარცხება.

მედიკოსებმა კვლევის დროს შეისწავლეს მანოზას რეცეპტორების აქტივობა კატისგან გამოწვეულ ალერგიაზე, რომელსაც უწოდებენ Fel d 1 -ს.

მეცნიერებმა შეძლეს ეპოვათ ის მიკროელემენტი, რომელიც პროვოცირებას ახდენს ადამიანს იმუნურ სისტემაზე.

ექსპერტების აზრით, ეს აღმოჩენა არა მარტო კატისგან გამოწვეულ ალერგიას დაამარცხებს, არამედ შესაძლებელს გახდის ასთმით დაავადებული ადამიანების განკურნებას.



ასევე იხილეთ:

"თუ ცხოველი ჯანმრთელია, მისი ბეწვი საშიში არ არის"

საშიშია თუ არა სახლში ცხოველის ყოლა პატარა ბავშვთან ერთად?

ძაღლები ბავშვებს ალერგიული რეაქციებისგან იცავენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?