შვიდსართულიანი შენობის სიმაღლის ალვის ხის კენწეროში კატა ერთი კვირის განმავლობაში იყო გაჭედილი, სანამ...
შვიდსართულიანი შენობის სიმაღლის ალვის ხის კენწეროში კატა ერთი კვირის განმავლობაში იყო გაჭედილი, სანამ...
მთელი კვირის მანძილზე ქუჩის მცხოვრებლებს მოსვენება ჰქონდათ დაკარგული. დილითა და ღამით მაღალი ალვის ხის წვერიდან დაუძლურებული კატის განწირული კნავილი ისმოდა.

ცხოველი მეშვიდე სართულის სიმაღლეზე ტოტებში გაიჭედა. მიხვდნენ რა, რომ კატა თავად ვერ დააღწევდა თავს, გულისხმიერმა ადამიანებმა გადაწყვიტეს მაშველები გამოეძახათ. თავად მცხოვრებლებმა ამ სიმაღლეზე ასვლა ვერ გაბედეს.

Zooclub

შემთხვევის ადგილას გამოცდილი მაშველი მასკუდ გაგაევი მივიდა. ის ადვილად ავიდა მაღალ ხეზე, მიუახლოვდა შეშინებულ ცხოველს. როგორც მაშველმა მოგვიანებით აღნიშნა, საწყალი ცხოველი დიდი ხანია ელოდა მშველელს, ამიტომ ის თამამად გადაცოცდა მის მხარზე.

Zooclub

"ცხოველების დახსნა გასაჭირიდან
არაერთხელ გვიწევდა. ბოლო-ბოლო 16 წელი ვმუშაობ უკვე. ბევრი რამ მომხდარა ცხოვრების გზაზე," - ჰყვება მაშველი.
-" დიდხანს და მაღლა მომიწია მის გამო აცოცდება, მაგრამ სულაც არ იყო საშიში. ჩვენ მაშველები ვართ და უნდა შეგვეძლოს წინააღმდეგობების და საკუთარი ემოციების თუ შიშის დაძლევა, ამის გარეშე ჩვენი პროფესია არ არსებობს".

Zooclub

მაშველებმა კატა ვეტერინარს მიუყვანეს. აქ მათ გაიგეს, რომ კატა ჯიშიანი აღმოჩნდა. ექიმმა დაასკვნა, რომ ცხოველს ყველა ნიშანი აქვს სტრესისა და დაუძლურების. გაუკეთა გლუკოზა და C ვიტამინი და ყველა დააიმედა, რომ ამის შემდეგ კატა კარგად იქნებოდა.

გადარჩენილი კატის აყვანის სურვილი დაღესტანში უკვე გამოთქვა ერთმა ოჯახმა, რომელიც მას წაიყვანს, თუკი მანამდე კატის ნამდვილი პატრონი არ გამოჩნდა.
manana-sh
ერთი კვირა რატომ ? ერთ დღეში არ შეიძლებოდა დახმარების გამოძახება? ყოჩაღთ მაშველებო, თქვენ მართლაც გმირები ხართ!
111-ს
ისე ბოლომდე რომ ყურადღებით წაიკითხო არა?
111
ისე სტატიის წერას რომ იწყებთ მინიმუმ ქვეყანა მაინც უნდა მიუთითოთ თუ სად მოხდა კონკრეტული ამბავი,ეს ისე:) ყოჩაღ მაშველს.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?