ვიდეოგალერეა
საინტერესო
ტექსტის ზომა + -
პოლიციელის კატა ქურდი აღმოჩნდა
პოლიციელის კატა ქურდი აღმოჩნდა
პოლიციელმა აღმოაჩინა, რომ მის კუთვნილ კატებს უცხო ნივთები მიაქვთ სახლში.

დევიდ კემპესი თავის ორ კატასთან ერთად პორტლენდში ცხოვრობს.

ყველაფერი დაიწყო 4 წლის წინ, როდესაც დევიდმა შენიშნა, რომ მის სახლსა და ეზოში უცხო ნივთები ჩნდებოდა, მაგალითად: სათამაშოები, უცხო ტანისამოსი, ქუდები, ხელთათმანები და სხვა.

პოლიციელმა მალევე შეამჩნია, რომ ეს ნივთები მის შიანურ ბინადარ კატას, სახელად თაიგერს მიჰქონდა, ხოლო მეორე კატა ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო.

"ჩვენ სკოლასთან ახლოს ვცხოვრობთ. რამდენჯერმე შევამჩნიე, როგორ იპარებოდა ჩემი კატა შენობაში."- ამბობს დევიდი.

იმისათვის,
რომ პატრონს თაიგერის დანაშაული დაემტკიცებინა, ეზოში ფარული კამერა დაამონტაჟა. მართლაც, ვიდეოზე დაფიქსირდა, რომ არა მარტო თაიგერი, არამედ მისი თანამონაწილე კატა, სახელად შუგარიც ქურდობდა.

თაიგერი
Zooclub


შუგარი
Zooclub

დევიდი იმდენად გაოცებული იყო აღმოჩენით, რომ Facebook-ზე შექმნა გვერდი, სახელად "Kleptokitty" და იქ ათავსებდა კატების მიერ მოპარულ ნივთებს.

Zooclub

უმეტესობა გამოუსადეგარი და გადასაყრელი იყო, თუმცა, მათ შორის დევიდი არჩევდა გამოსადეგ ნივთებსაც და მიჰქონდა შეჭირვებულ ადამიანთა დახმარების ცენტრში.

საინტერესოა ის, რომ კატებს თავიანთი სახლიდან არასდროს არაფერი მოუპარავთ, პირიქით მათ ეს ნივთები დევიდთან მიჰქონდათ.

"ამ საქმეში თაიგერი უფროსია, ხოლო შუგარი უბრალოდ მოყვარული, რომელიც თავის მეგობარს ეხმარება. ოთხი წლის განმავლობაში შევეჩვიე მათ საქციელს. ყოველ დილით ვიღებ გაზეთს, ფინჯან ყავს და მოპარული ნივთების დასათვალიერებლად მივდივარ."- ამბობს კატების პატრონი.

Zooclub

ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე უცნაური, რაც კი დევიდმა აღმოაჩინა მოპარულ ნივთებს შორის, იყო პატარა პაკეტში გახვეული მარიხუანა.


ასევე იხილეთ:

ნარკოდილერების კუთვნილი ძაღლი პოლიციას თავად ჩაბარდა

მძღოლმა საკუთარი ძაღლი სიჩქარის გადაჭარბებაში დაადანაშაულა

როცა მან ძაღლის დასჯა გადაწყვიტა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხნის შემდეგ ბევრს იცინებდა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
პატარა ჩიხუახუამ უზარმაზარი ძაღლი ქურდისგან დაიცვა
გმირი შესაძლოა გახდეს, როგორც ადამიანი, ისე ცხოველიც. არ არის აუცილებელი
18.11.2015
კატა მატროსკა ვლადივოსტოკიდან რეციდივისტი გახდა (+ვიდეო)
კატა მატროსკამ, რომელმაც 2014 წელს სახელი გაითქვა ზღვის პროდუქტების მაღაზიაზე თავდასხმით,
05.03.2016
"კატა-კლეპტომანმა" მამაკაცის 60 წინდა და საცვალი მოიპარა
ახალ ზელანდიაში მცხოვრებმა კატამ, სახელად ბრიჯითმა, ორი თვის განმავლობაში სახლში მიიტანა
22.03.2016
ბოლო სიახლეები
ელექტროანძის დემონტაჟის დროს არწივების ბუდე არ დაზიანებულა - ადასტურებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში
24.03.2017
საქართველოში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების, ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების, ნოდულარული დერმატიტის
24.03.2017
მასაჟი ცოცხალი პითონის მეშვეობით - უცნაური სიახლე სადალაქოში
სადალაქო (Haar Mode Team), რომელიც გერმანიის ქალაქ დრეზდენში მდებარეობს, მომხმარებლებს კისრის მასაჟს ცოცხალი პითონის დახმარებით უტარებს.
22.03.2017
სუსტი ნერვების მქონეებს უჯობთ ეს არ ნახონ! საშინელი სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ ანგორის ბეწვს! (+ვიდეო)
ყველას უყვარს საყვარელი დეკორატიული ბაჭიები. როგორც კი შეხედავთ ამ საყვარელ ფუმფულა არსებებს, მაშინვე გინდათ, გულში ჩაიხუტოთ. ხომ მართალია?
22.03.2017
 როგორც ცხოველთა დაცვის ფედერაცია აცხადებს - ქუთაისში მაწანწალა ძაღლების დახოცვა იგეგმება
ქუთაისში მაწანწალა ძაღლების დახოცვა იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისში, ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელმა თემურ ლაჭყეპიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლაჭყეპიანის თქმით, ქუთაისში, ააიპ “სპეციალური სერვისებმა” გამოიწერა 20 კგ. ინგლისური მარილი, რომლითაც ახლად შექმნილ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში ძაღლების ევთანაზია იგეგმება.

”ეჭვს იწვევს, რომ ეს მარილი გამოყენებული იქნება ძაღლების ევთანაზიისთვის. ამიტომ ვაცხადებ, რომ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში მიყვანილი ძაღლების დახოცვა იგეგმება“, - განაცხადა ლაჭყეპიანმა.

ცხოველთა უფლებების დამცველები კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენლებს და ამბობენ, რომ სანარკოზე საშუალებები შეძენილი არ არის, რის გამოც მაწანწალა ძაღლებს ოპერაციებს სანარკოზე საშულების გარშე უკეთებენ და ისინი ტკივილს განიცდიან.

“ცხოველთა დაცვის ფედერაცია ასევე მონიტორინგის უფლებას ითხოვს, რისი საშუალებაც, მათი თქმით, ”სპეციალური სერვისების” ადმინისტრაციამ არ მისცა.

ცხოველთა დაცვის ფედერაციის ბრალდებებს ააიპ "სპეციალურ სერვისებში" უარყოფენ.

"სპეციალური სერვისების" დირექტორის გელა გაგუას თქმით, 20 კგ. მარილი არა მხოლოდ ძაღლებისთვის, არამედ მსხვილფეხა საქონლისთვის შეიძინეს. რაც შეეხება ნარკოზის გარეშე ოპერაციების გაკეთებას, გაგუა კატეგორიულად გამორიცხავს და უარყოფს ამ ბრალდებასაც.


22.03.2017
ძაღლი არ იძინებდა და მთელი ღამე პატრონს თვალს არ აშორებდა... ოჯახმა საბოლოოდ შეიტყო სიმართლე
შინაურ ცხოველს ახალ სახლთან შეგუება ყოველთვის უჭირს. ასევე, ძაღლისთვის რთულია, რამდენიმე დღეში
21.03.2017
ფრანგი სპეციალისტები საქართველოში მესაქონლეობის დარგით დაინტერესდნენ
საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება“ ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით
20.03.2017
20 მარტი - მსოფლიო დღე ხორცის გარეშე!
20 მარტს ბევრ ქვეყანაში ხორცის გარეშე აღნიშნავენ (International Day Without Meat).
20.03.2017
რამდენ წამში შეძლებთ ამ ფოტოებზე დამალული ცხოველების პოვნას?
ბუნებაში დამალული ცხოველების პოვნა არც ისე
19.03.2017

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დიღმის მასივში დაიკარგა ხვადი გერმანული ნაგაზი.
09.01.2017
მალაკნების ბაზრის ტერიტორიიდან დაიკარგა კოკერსპანიელი ჯეკო.
11.01.2017
მთაწმინდაზე დაიკარგა უთბილესი მეტისი ”ყურცქვიტა”.
23.01.2017
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?