რატომ უყვარს კატას კატაბალახა და შეიძლება თუ არა მისთვის ამ წამლის მიღება?
რატომ უყვარს კატას კატაბალახა და შეიძლება თუ არა მისთვის ამ წამლის მიღება?
ყველამ იცის, რომ კატების უმეტესობას უყვარს კატაბალახას წვეთები. რატომ? ამ მცენარის სუნი ძალიან ჰგავს ფერომენის სუნს, რომელსაც სქესობრივარდ მომწიფებული ცხოველის შარდი შეიცავს. კატების უმეტესობას კატაბალახა მხოლოდ ემოციურად არ აღაგზნებს. იგი მათ ჰორმონალურ ფონზეც მოქმედებს. კიდევ ერთ მიზეზად, თუ რატომ უყვარს კატას ეს წამალი, სახელდება მცენარეში არსებული ნივთიერება აქტინიდინი, რომელიც კატებში იწვევს შეჩვევას.

შეიძლება თუ არა მივცეთ კატას კატაბალახა? რა თქმა უნდა არა.  მისგან ცხოველი არანაირ სარგებელს იღებს, ხოლო პოტენციური საფრთხე ყოველთვის არსებობს.
კატისთვის ეს წამალი მძიმე ნარკოტიკია, რომელიც მათი საქციელის მოშლას
იწვევს.

ითვლება, რომ ამ მედიკამენტმა შესაძლოა ცხოველებში გამოიწვიოს ჰალუცინაციები. მაგალითად, კატა თავს ესხმის არარსებულ მიზ
ანს ან გარბის წარმოსახვით ადგილზე. ამ დროს ზოგიერთი კატა პანიკაშიც ვარდება და უმნიშვნელო ხმაურისაც კი ეშინია. პატრონის მოფერებისას, ყველაზე მშვიდი კატაც კი შესაძლოა გარეულ ცხოველად გადაიქცეს. ის შეიძლება უმიზეზოდ დაესხას თავს ადამიანს ან სხვა ცხოველს.

ყოველივე ამის შემდეგ კარგად დაფიქრდით, სანამ თქვენს კატას კატაბალახას მისცემთ!


ასევე იხილეთ:

ვეტერინარის რჩევები - რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში ძაღლის ან კატის ყოლას გადაწყვეტთ

როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში ცხოველებს

როგორ დავალევინოთ ჩვენს ბინადარს წამალი?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?