კატების აგრესია დაკავშირებულია მათ შეფერილობასთან
კატების აგრესია დაკავშირებულია მათ შეფერილობასთან
კალიფორნიის (დევისი (აშშ) ) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ვეტერინარიის სფეროში დაადგინეს, რომ ადამიანის მიმართ კატების აგრესიის დონე ცხოველის შეფერილობაში მდგომარეობს.

მეცნიერებმა ჩაატარეს ონლაინ-გამოკითხვა, სადაც მონაწილეობას იღებდა ორივე სქესის კატების 1274 პატრონი. მათ შესთავაზეს კითხვარი, რომელიც მათი კატების აგრესიულ ქცევასა და ამ ქცევის სიხშირეს ადგენდა ყოველდღიურ ურთიერთობაში (პროცედურების ჩატარების დროს და ვეტერინართან მიღებისას).

გამოკვლევის შედეგად შედგენილ იქნა ბინადრების აგრესიულობის შკალა, მისი მნიშვნელობა კი დაუკავშირეს კატების შეფერილობას. რის შემდეგაც აგრესიის დონე, რომლის დემონსტრირებასაც გარკვეული შეფერილობის მქონე კატები ახდენდნენ, ერთმანეთს შეადარეს.

შედეგებში "ანტისოციალური" კატების რეპუტაცია
მოიპოვა სამფერა შეფერილობის ძუ კატამ (კალიკო) - შავი და წითური ხალებით და თეთრ ფონზე. აგრესიის
დონე, რომელსაც ისინი ადამიანისადმი ავლენენ ძალიან მაღალია. მათ აგრესიაში შავ-თეთრი და რუხ-თეთრი კატები შეიძლება შევადაროთ, რაც გენების გავლენით განისაზღვრება.

ასევე ვეტერინარებმა აღმოაჩინეს, რომ შავ-თეთრი კატები ხშირად აგრესიულად იქცევიან ჰიგიენური პროცედურების ჩატარებისას, რუხი-თეთრი კატები - ვეტერინარულ შემოწმებაზე, ხოლო სამფერა კატები - ყოველდღიური ურთიერთობისას ადამიანთან. ყველაზე ნაკლები პრობლემაა შავ, თეთრ, რუხ და ზოლებიან (ტებბი) კატებთან.

შეგახსენებთ  - ადრე, ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კატები ძაღლებზე ნაკლებად არიან მიჯაჭვულები ადამიანებზე, რადგან ამ უკანასკნელთ თავის დამცველებად არ თვლიან. გარდა ამისა, კატებმა უბრალოდ ადაპტაცია გაიარეს ადამიანებთან ცხოვრებისთვის და არ შეცვლილან მათ გამო ისე, როგორც ძაღლები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?