ამანათი კატა თედისთვის
ამანათი კატა  თედისთვის
ლონდონის ფოსტალიონებმა უარი თქვეს ამანათის მიტანაზე, რომელიც კატა თედის სახელზე იყო გამოგზავნილი.

დედამ, ბრიტანეთის დედაქალაქის მცხოვრები ბრიტანი მერ-კერკიმ, თავისი ქალიშვილის კატას საახალწლო კალენდარი გაუგზავნა, თუმცა, საჩუქრის მიღება არც ისე იოლი აღმოჩნდა.

Huffington Post-ის ცნობით, ფოსტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ თედს არ აქვს დოკუმენტები.

ქაღალდების მაგიერ კატის “ულვაშ-თათ-კუდის” მიღებაზე ფოსტალიონმა ასევე უარი თქვა. ფოსტის თანამშრომლებმა თედს კატებისთვის სპეციალურად შექმნილი კალენდარი იმ დროს მიუტანეს, როდესაც მისი პატრონი შინ არ იყო.

Zooclub

თუმცა, როდესაც ბრიტანიმ უახლოეს საფოსტო განყოფილებაში დარეკა, მას ასევე უარი უთხრეს დახმარებაზე, რადგან
ამანათზე კატის სახელი ეწერა. ეს ჩაკეტილი წრე რომ გაეხსნათ, გოგონამ ბრიტანეთის ფოსტის ცენტრალურ ოფისს მიმართა
და დაწვრილებით აუხსნა სიტუაცია.

იქ გოგონას ურჩიეს პირადად მისულიყო ამანათისთვის და ენახებინა კატის ფოტო.

Zooclub

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თედის ფოტოს დანახვისას, ფოსტის თანამშრომლებმა გულჩვილობა გამოიჩინეს და ბრიტანის მისი შინაური ბინადრისთის განკუთვნილი საჩუქარი მაშინვე გადასცეს. ფოსტალიონებმა ასევე სინანულით აღნიშეს, რომ კარგი იქნებოდა გოგონას თან ცხოველიც მოეყვანა.

პატრონის თქმით, თედს ძალიან მოეწონა კატების კალენდარი.

“როდესაც ის ხედავს თევზის სურათებს და კალენდრის სხვა ილუსტრაციებს, მაშინვე იწყებს კნავილს და ითხოვს სასუსნავს”, - ჰყვება ბრიტანი.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?