მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ იბადებიან კატები ე.წ. ჰიტლერის იერით
მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ იბადებიან კატები ე.წ. ჰიტლერის იერით
სიმეტრიული მუქი შეფერილობის ლაქა ცხვირის მიდამოებში - ასეთი გარეგნობის კატებს ცნობილ დიტატორ  ჰიტლერს ამსგავსებენ. სოციალურ ქსელებში ამ კატებს ეძახაინ Hitler ან kitlers-ს. მკვლევარებმა ახსნეს, როგორ ჩნდება მსგავსი შეფერილობა.

ცხვირის ქვევით მუქი შეფერილობის ლაქას, რომელიც ჰიტლერის ულვაშს მოგვაგონებს, კატები იღებენ kit -ის გენის მუტაციის შედეგად, რომელიც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში უვითარდებათ. ეს მუტაცია ანელებს პიგმენტური ბადეების წარმოქმნას, რის შედეგადაც, კატებს არათანაბრი შეფერილობა აქვთ და ბეწვზე რჩება თეთრი ლაქები. სწორედ ამ შედეგამდე მივიდნენ მკვლევარები ბატას და ედინბურგის ინივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი).

გენეტიკოსები,
რომლებიც კვლევებს ატარებენ თაგვებზე, შექმნეს მათემატიკური მოდელი, რომელიც აღწერს ბადეთა მოძრაობას, ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდში.

პროფესორ იენ ჯქსონის თქმით, ამ დრომდე, მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ პიგმენტური ბადეები იღებდნენ ინფორმაციას, სხეულის რომელ ადგილზე უნდა განლაგებულიყვნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ლაქები შემთხვევით ჩნდება სხეულზე. შედეგად, გენეტიკოსებმა უარყვეს, რომ კატები შეფერილობას იღებენ პიგმენტური ბადეების ნელი გადაადგილების ხარჯზე.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ექსპერიმეტი მათ დაეხმარებათ სხვა კვლევებშიც. მაგალითად, ეს შესაძლოა იყოს სასარგებლო ადამიანის სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ნაყოფს მუცლად ყოფნის პერიოდში უყალიბდება.

ასევე იხილეთ:

"კატა ანგელოზი"

კატის ცხოვრების ეტაპები

კატების აგრესია დაკავშირებულია მათ შეფერილობასთან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?