იმამმა მეჩეთში კატების თავშესაფარი მოაწყო (+ფოტო & ვიდეო)
იმამმა მეჩეთში კატების თავშესაფარი მოაწყო (+ფოტო & ვიდეო)
იმამმა მუსტაფა ეფემ, სტამბულის ისტორიულ რაიონში უსკიუდარში, პირდაპირ მეჩეთში უსახლკარო კატების თავშესაფარი მოაწყო.

მუსტაფამ, რომელსაც ყოველთვის უყვარდა ეს ცხოველები, გადაწყვიტა დახმარებოდა მათ, რომელთაც არ ჰქონდათ სახლ-კარი და არ ჰყავდათ პატრონი. იმამი თავის ცხოველებს "ლაქებიან მეგობრებს" ეძახის.

აღსანიშნავია, რომ ცხოველებს ყოველთვის შეუძლიათ შესვლა აზიზ მაჰმუთ ჰიუდაის სახელობის მეჩეთში, რელიგიური მსახურების დროსაც.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა კატამ კნუტები პირდაპირ მეჩეთში გააჩინა.

"სულ მცირედი თანაგრძნობა და მოწყალება - სულ ეს არის, რაც სჭირდებათ უსახლკარო კატებს ამ სამყაროში, რომელიც ძალიან ხშირად ტოვებს მათ "გზის პირას"
და აიძულებს ყველა სიძნელეს თავისით გაუმკლავდეს", - წერს იმამი ფეისბუქის გვერდზე.

ჯერ კიდევ ისლამის მიღებამდე
არაბები თაყვანს სცემდნენ კატებს. მაგრამ მუსულმანურ პერიოდში ამ ოთხფეხების მიმართ სიმპატია კიდევ უფრო გაიზარდა.

წინასწარმეტყველ მუჰამედს უყვარდა კატები და ერთმორწმუნეებს მოუწოდებდა ეზრუნათ მათზე. წინასწარმეტყველს საყვარელი კატა ჰყავდა. იგი მას უვლიდა და არასოდეს შორდებოდა, ლოცვის დროსაც კი.

გადმოცემაც კი არსებობს, რომ ერთხელ მუჰამედს მოუწია სასწრაფოდ სადღაც წასვლა. კატას კი ამ დროს მისი ტანსაცმლის სახელოზე ჩასძინებოდა. იმის გამო, რომ კატისთვის ძილი არ დაეფრთხო, მუჰამედმა ტანსაცმლის სახელო მოიჭრა. როდესაც ის დაბრუნდა, კატამ გაიღვიძა და მადლობის ნიშნად თაყვანი სცა, მაშინ მუჰამედმა მას თავზე ხელი სამჯერ გადაუსვა.

Zooclub

ცნობილია ისტორია, თუ როგორ იხსნა კატამ მუჰამედი შხამიანი გველისგან. როგორც მუსულმანების ნაწილი თვლის, მას შემდეგ რამოდენიმე კატის შუბლზე ოთხი ზოლი გაჩნდა. მას მერე კი, რაც წინასწარმეტყველი ცხოველის ზურგს შეეხო, მან შეიძინა უნარი ნებისმიერ შემთხვევაში ოთხ ფეხზე დაცემისა.

კატების მიმართ სიყვარულის გამო, მას მეტსახელად "კატების მამა" უწოდეს. ცნობილია ასევე წინასწარმეტყველის ფრაზა, რომ "კატები არ არიან უწმინდურები და არ უშლიან ხელს ლოცვისას. ისინი არიან მსგავსნი მწყემსებისა".



იხილეთ ვიდეო


იხილეთ ფოტოგალერეა
ირმა
გაიხაროს ყველა ცხოველების მოყვარულმა ადამიანმა.არ ვიცოდი თუ მუსულმანებსაც უყვარდათ კატები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?