კატამ საკუთარი სიცოცხლის ფასად პატრონი მძარცველებისგან იხსნა
კატამ საკუთარი სიცოცხლის ფასად პატრონი მძარცველებისგან იხსნა
კატა ვასკა გმირულად მოიქცა, როცა საკუთარი სიცოცხლის ფასად 49 წლის პატრონი მძარცველებისგან დაიცვა. ქალაქ ულიანოვსკში (რუსეთი) მცხოვრები მამაკაცის სახლში მძარცველები შეიჭრნენ. მათ მოითხოვეს ფული და ძვირფასეულობა, თუმცა, ბინის პატრონმა უთხრა, რომ არ გააჩნდა არაფერი, გარდა რძისა და პურის საყიდელი თანხისა.

ქურდები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ვასკას პატრონს ცულით გაეკიდა, მაგრამ კატა მაშინვე გადაუდგა მძარცველს, მივარდა სახეზე და დაპორჭყნა.

მამაკაცმა დრო იხელთა, ქუჩაში გავარდა და სახლის სიახლოვეს მდებარე პოლიციის განყოფილებაში მივიდა.

როდესაც სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მძარცველები ბინაში აღარ იყვნენ,
ხოლო იატაკზე მოკლული ვასკა იწვა.

"მძარცველები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი ცდილობდა ჩემთვის ცული ჩაერტყა,
თუცმა, ვასკამ გადამარჩინა. ის ნამდვილი გმირია, ძალიან განვიცდი მის დაღუპვას." - ამბობს კატის პატრონი.

ასევე იხილეთ:

პატარა ჩიხუახუამ უზარმაზარი ძაღლი ქურდისგან დაიცვა

პატრონის გადარჩენისთვის კატა წლის გმირად დაასახელეს

"მარტო სახლში" - "კატური" ვერსია