რატომ თვლის ზოგიერთი ადამიანი კატას უწმინდურ ცხოველად
რატომ თვლის  ზოგიერთი ადამიანი კატას უწმინდურ ცხოველად
შუა საუკუნეებში კატა აღიქმებოდა, როგორც ეშმაკის განსახიერება.

მე-8 საუკუნის ბოლოსთვის კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისთვის მძიმე დრო დადგა. ქრისტიანული ეკლესია თვლიდა, რომ ეშმაკს შეეძლო შავ კატად გადაქცევა და პაპმა ინოკენტი მეშვიდემ ინკვიზიციას კატების მოყვარულების დევნა დაავალა.

თუმცა, თავის დროზე მისი წინამორბედი პაპი გრიგორი პირველი კატების დიდი მეგობარი იყო და მანტიის ფართე სახელოში ყოველთვის დაჰყავდა კნუტი. მან დართო უფლება, მონასტერში ერთადერთი ცხოველი კატა ჰყოლოდათ. შესაძლოა, კატებისადმი დამოკიდებულების გადახედვა მუსულმანების გამო მოხდ. მუსულმანები თაყვანს სცემდნენ კატებს, თეთრ კატებს მეჩეთში შესვლის უფლებაც კი ჰქონდათ. სრულიად
შესაძლებელია, რომ ქრისტიანობისა და მუსულმანობის დაპირისპირება შეიძლება ასახულიყო კატებისადმი ასეთ განსხვავებულ დამოკიდებულებაში.

ზუსტი თარიღის დადგენა,
თუ როდის გაუტოლეს კატები უწმინდურობას, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ეს არ მოხდა სპონტანურად. ამას წინ უძღვოდა მრავალი მოვლენა და მიზეზი. კატა ეშმაკის განხორციელებად გამოაცხადეს, შემდეგ კი თანდათან სხვა დემონური თვისებები მიაწერეს. კატას შეეძლო გადაქცევა ეშმაკად ან დემონად. ითვლებოდა, რომ ამ ცხოველებად იქცეოდნენ ჭინკები, რომლებიც კუდიანებს ეხმარებოდნენ თავის ბოროტ საქმეებში და ა.შ. ე.წ. "შინაური სულები".
Zooclub
მრავალი ცნობა ეხება ასევე კუდიანის კატად გადაქცევას, ასევე ფარული ბოროტი მიზნების გამო. გარდა ამისა, გვხვდება ამბები, თუ როგორ იყენებდნენ კატებს ავისმომტანი რიტუალებისთვის. კატების მასობრივმა განადგურებამ არ მოიტანა ფანატიკოსების მიერ ნაწინასწარმეტყველები გათავისუფლება სატანის ძალებისგან. ამის მაგიერ ევროპა ვირთხებით აივსო. ამას სხვა უბედურება დაერთო: ვირთხების რწყილები აღმოჩნდნენ შავი ჭირის გადამტანები და ევროპის რიგი ქალაქები, აყვავებული რეგიონები ამ საშინელი ავადმყოფობით დაღუპულთა სასაფლაოდ იქცა.
რეფორმაციამ და რელიგიურმა ბრძოლების ეპოქამ რელიგიური შემწყნარებლობა მოიტანა, რაც მოგვიანებით რიგ სახელმწიფოებში კანონით გამყარდა.

ამან რელიგიური ფანატზმი, რომელიც დამღუპველად მოქმედებდა ევროპის მცხოვრებთა ყოფაზე, შეასუსტა და ეკლესიის მრავალი მსახურის ქადაგება უკვე არ ითვლებოდა უდავო ჭეშმარიტებად.

ერესისა და ჯადოქრობის აღმოფხვრა უკვე არ ატარებდა ასეთ სასტიკ და ყოვლისმომცველ ხასიათს. შეწყდა კატების დახოცვა (სიკვდილით დასჯა) და პატარა ფუმფულა ცხოველები ისევ შეუშვეს ადამიანებმა სახლში, როგორც სითბო და სიმყუდროვე.

Zooclub
მაია ,ჯული, დუგლასი, ბორია.
ვერასოდეს ვიფიქრებდი კატის ყოლას, რადგან ყოველთვის როცა ჩემი მეზობლის ფისოს ვხედავდი უცნაური შიში მიპყრობდა, მაგრამ როცა ბავშვებმა პატარა კნუტი იპოვეს კანაოში ჩაგდებული, ფეხმოტეხილი, თვალიდან ჩირქი დიოდა, იყო მშიერი გაციებული და მთხოვეს მეშველა რათა არმომკვდარიყო უარი ვერ უთხარი დავიწყე მოვლა , თითქმის გავზარდე რძით ფისო იყო მეძუძური, დრო გადიოდა და მივხვდი მე და ჩემი ოჯახი ფისოს ვეღარ შეველეოდით , საბოლოოდ მივხვდი რას, მიუხედავად ინისა რო სახლში ორი ცუგა მყავს და ძალიან მიყვარს ორივე ფისო უფრო უწყინარი ცხოველია და და ძალიან, ძალიან ,ძალიან მიყვარს.
likuna
კატაზე საყვარელი და ალერსიანი ცხოველი იშვიათია. დაანებონ თავი ამ უწყინარ არსებებს ყველა ბოროტმა ადამიანმა. ვის რას უშლიან ..... ეს დრომოჭმული ლეგენდები დაივიწყეთ რაა......
nana
ჩემამდე ვერასდროს დავა როგორუნდა მძულდეს ცხოველები ,თუნდაც კატა იყვეს მე არ მესმის როგორუნდა სძულდეს ადამიანს ცხოველი რომელიც არაფერს უშავებს მე გამიგია ო ბოროტს ეშინია კატის ალბათ ზოგიერთებს ამიტომაც სძულს.
tamari
ჩემს შვილს აქვს ოცნება, ქონდეს კატების საკუთარი თავშესაფარი.თუ ვინმეს შეუძლია დახმარება დაგვიკავშირდეს!595402340
კონდორი
ვისაც ცხოველები ეჯავრება ის ადამიანი არ არის.თუ რამეს უშავებს შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?