ვიდეოგალერეა
საინტერესო
ტექსტის ზომა + -
9 მიზეზი, რომ კატა ადამიანის საუკეთესო მეგობარია
9 მიზეზი, რომ კატა ადამიანის საუკეთესო მეგობარია
კატას შეუძლია მოგვანიჭოს დიდი სიყვარული და სითბო. თუ ამ გრძნობას ერთხელ დაეუფლები,  არასოდეს დაგავიწყდება. ჩვენ შევკრიბეთ 9 საუკეთესო მიზეზი, თუ რატომ არის კატა ერთგული კომპანიონი და საუკეთესო მეგობარი.

კატა დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე

Zooclub

კატა ერთ-ერთი ყველაზე ნაზი ცხოველია. მას მოსწონს თვლემა და მოფერება. თუ ადამიანისგან სითბო იგრძნო, გვერდიდან არ შორდება.

კატა თქვენს საიდუმლოს საიმედოდ შეინახავს

Zooclub

ოთხფეხა მეგობრებს უდიდესი უპირატესობა აქვთ - მათ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა. შეგიძლიათ კატას ესაუბროთ და ნებისმიერი დარდი გაუზიაროთ. სანაცვლოდ, თქვენს საიდუმლს ვერავინ გაიგებს, ხოლო ამბის გაზიარებით დარდი შეგიმსუბუქდებათ.

კატა თავს არ აგარიდებთ, ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ, ის აუცილებლად ბოლომდე მოგისმენთ

Zooclub

როდესაც პატრონი კატას ესაუბრება, მას ეს პროცესი სიამოვნებს და ერთობა. თუ საუბრის დროს დააკვირდებით თქვენს ოთხფეხა ბინადარს, მისი მეტყველი თვალები თითქოს გპასუხობთ და გესაუბრებათ.

კატა ყოველთვის ხვდება, როცა პატრონი მოწყენილია

Zooclub

ეს ცხოველი ყოველთვის ხვდება ქცევით, ხმის ტემბრით და ემოციური მდგომარეობით პატრონის განწყობას. როდესაც ნეგატიური დღე გექნებათ, ყოველთვის გქონდეთ იმედი, რომ სახლში მისვლისას ოთხფეხა მეგობარი ყველანაირად ეცდება თქვენი განწყობის გაუმჯობესებას,
რაც მას კარგად გამოსდის.

კატა ყოველდღიურად იღებს აბაზანას საკუთარი თათებით

Zooclub

კატა თავად ზრუნავს საკუთარ სისუფთავეზე. ის თათებით იწმენდს სახესა და სხეულის სხვა ადგილებს, ამიტომ მას ხშირი ბანაობა არ სჭირდება.

ის ყოველთვის განიცდის, როცა პატრონი აბაზანაში შედის და შხაპს იღებს. ოთხფეხა ბინადარი, ხშირად ზის აბაზანის პირსახოცზე და სულმოუთქმელად ელოდება მას.

ის თავისი ქცევებით გახალისებთ

Zooclub

იმ დროსაც კი, როცა მასზე გაბრაზებული ხართ, კატა თავისი ქცევით არ მოგცემთ საშუალებას, ეს დიდ ხანს გაგყვეთ. ის არ დაიყეფება, არ დაიწყებს კუდის ქიცინს, მას თავისი მეთოდები აქვს, თუ როგორ გაგიუმჯობესოთ განწყობა.

კატა პატრონის ჯანმრთელობაზე ყოველთვის ზრუნავს

Zooclub

სწორედ ეს არის მიზეზი, რომ კატა საუკეთესო თერაპევტად ითვლება. მისი მოფერება პატრონის ჯანმრთელობისთვის სასაგებლოა. კატის ხშირი მოფერება ადამიანს ეხმარება სტრესის, სისხლის მიმოქცევის, შფოთვის, იმუნირი სისტემის მოწესრიგებაში.

კატა ყოველთვის სიმართლეს ამბობს

Zooclub

კატები არასოდეს იტყუებიან. თავიდან შესაძლოა ვერ მიხვდეთ, რას გრძნობს თქვენი კატა, თუმცა, კუდის მოქმედებითა და მისი გამოხედვით აღმოაჩენთ, რომ კატა ყოველთვის სიმართლეს გვეუბნება.

მათ უსიტყვოდ ვუყვარვართ

Zooclub

ოჯახის წევრებს ყოველთვის ვენდობით. კატა აყვანის დღიდან თქვენი ოჯახის წევრი და საუკეთესო მეგობარი ხდება. მას უსიტყვოდ ეყვარებით მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე.

ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს ადამიანს კატა?

რას ხედავენ კატები, ძაღლები და სხვა ცხოველები ისეთს, რაც ადამიანისთვის უხილავია?

რატომ უყვართ ქალების უმეტესობას კატები?
ბეჭდვაელფოსტა
nana
მეც მინდა ერთი ფისოოო მომენატრა ჩემი კრუტუნა
მანანა-შ
djj-ს ჩემი ფისო გააჩენს თუ არა ყველას გაჩუქებ, ზუსტად ეგეთებს აჩენს.
djj
როგორ მომეწონა მწვანეთვალება კარიჩნი ფისუნია ეგეთს ვიყოლიებდი
ბოლო სიახლეები
იტალიაში ლეკვმა, სახელად “მაფია” პატრონი და მისი ოჯახი მიწისძვრის დროს დაღუპვას გადაარჩინა
ძაღლმა, სახელად მაფია, მიწისძვრის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მთელი ოჯახი გააღვიძა, რამაც მათი სიცოცხლე იხსნა.
28.08.2016
ნიგერიაში სასამართლოზე წარსდგება მამაკაცი, რომელმაც საკუთარ ძაღლს პრეზიდენტის სახელი დაარქვა
"ნიგერიელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარ ძაღლს
28.08.2016
მარტვილში მავნებლების წინააღმდეგ ქიმიური წამლობა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან
27.08.2016
მდინარე ჭურიაში სქელშუბლას თევზის სახეობის 2000 ცალი ლიფსიტა გაუშვეს
კურორტ ანაკლიაში, მდინარე ჭურიაში სქელშუბლას თევზის სახეობის 2000 ცალი ლიფსიტა გაუშვეს.
27.08.2016
როგორ ეძახიან სხვადასხვა ქვეყანაში კატებს (+ფოტო)
კატები ყველგან უყვართ. მათ ეფერებიან, ისინი გულს ახარებენ, სიმყუდროვე მოაქვთ და, რა თქმა უნდა,
25.08.2016
კატა 7 პიტბულსა და მათ პატრონს თავს დაესხა
საოცარი შემთხვევა მოხდა კანადის ქალაქ ვიქტორიაში. გააფთრებული კატა, სახელად ბეიბი,
25.08.2016
როგორ უნდა გახსნათ უსახლკარო ცხოველების თავშესაფარი
უსახლკარო თავშესაფარი შეიძლება დაერქვას ადგილს, სადაც უსახლკარო ცხოველებს აჭმევენ, ასმევენ, უტარებენ აუცილებელ ვეტერინარულ დახმარებას და აძლევენ დროებით თავშესაფარს.
23.08.2016
ეს ძაღლი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ოცნების ასრულებაში ეხმარება
ოქროსფერ რეტრივერს,  სახელად რიკის, პატრონი დაბადებიდან ასწავლიდა ადამიანების
23.08.2016
ია ფარულავა - ”მას მერე, რაც ქუჩის უშნო კნუტი ავიყვანე, მივხვდი, თუ რა ყოფილა კატა... ''
მსახიობ ია ფარულავას კატებისადმი სიყვარული ცნობილია. დღეს ფეისბუქზე კატებისადმი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გაგვიზიარა:
22.08.2016
ხანძრის დროს ძაღლი ახალშობილს გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა
პატარა გულადმა ძაღლმა პოლომ არ მიატოვა 8 თვის ვივიენი და ცეცხლისგან დასაცავად მას საკუთარი სხეულით გადაეფარა.
22.08.2016

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა ბიგლი, სახელად პერსი.
23.05.2016
დიდ დიღომში დაიკარგა ჩარლი.
06.08.2016
ნაძალადევში დაიკარგა ხვადი ჩალისფერი ქართული ნაგაზი.
21.08.2016
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
როგორ მოიყვანეთ თქვენი შინაური ბინადარი?