მომღიმარი კნუტი, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანეს
მომღიმარი კნუტი, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანეს
კატებს ცივი, მარტოობის მოყვარული და ცოტა ბრაზიანი ცხოველების რეპუტაცია აქვთ.
როდესაც ადამიანები კატების ტემპერამენტზე ფიქრობენ, სიტყვა "მხიარული" და "კეთილგანწყობილი" იშვიათად ახსენდებათ.

საბედნიეროდ, ამ წითურმა კნუტმა დაამტკიცა, რომ კატები შეიძლება იმაზე უზრუნველები იყვნენ, ვიდრე გვგონია.

ამ ბედნიერ კნუტს რეი ქვია და მას სიხარულისთვის სერიოზული მიზეზი აქვს, ის ხომ აღარასოდეს იცხოვრებს თავშესაფარში - რეიმ მოსიყვარულე ოჯახი შეიძინა! პატარა ფუმფულა არსებას აქვს სახის საყვარელი გამომეტყველება, რომელიც მანათობელ ღიმილს ჰგავს, რაც თითქოს მის უსაზღვრო ბედნიერებას ამტკიცებს.

"არც კი მიცდია კიდევ ერთი კნუტის აყვანა, მე
ხომ სახლში ორი კატა მყავს. მაგრამ სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, უცნაური წინათგრძნობა გამიჩნდა, რომ აუცილებლად
უნდა შევსულიყავი თავშესაფარში. იქ ვიპოვე ეს პატარა ლედი, რომელმაც მაშინვე მომხიბლა, - ჰყვება ამ საოცარი კნუტის პატრონი, - მე იგი სახლში წამოვიყვანე და მას მერე რეი სულ იღიმის".

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub //
რუსუდანი
არ მიყვარდა კატები.თაგვების გულისათვის მოვიყვანე სახლში და იმის მერე უსაზღვროდ შემიყვარდნენ. ძაღლზე არანაკლებ უყვართ და ესმით პატრონის.მყავს 6 კატა. 20 წელია კატები მყავს და ვერ ველევი.ბავშვები პატარაობიდანვე უნდა მიაჩვიონ ცხოველებს,რომ მიხვდნენ, ისინიც ისეთები არიან,როგორც ადამიანები.ღმერთმა ჩვენთვის შექმნა და უნდა გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ.
მარი
მე ძაღლიც მყავს და კატაც.ორივეზე ვგიჟდები. კატა ძაღლზე მეტი თუარა ნაკლები მოსიყვარულე არაა.
mari
კატები უსაზღვროდ საყვარლები არიან, სულ ტყუილია მათზე რომ ამბობენ "ეშმაკისეულს", "ბრაზიანს" -ისინი ისეთ სითბოს და სიყვარულს გასცემენ, თუ შეხება არა გაქვს ამას ვერ მიხვდები.ისეთი საყავარელია "ფიოსავითო" არ გაგიგონიათ ეს გამოთქმა?? ხშირად ლამაზ და თბილ ქალებს ზედმეტსახელად -"ფისოს" ეძახიან, ალბათ გრაციოზულობისა და სითბოს გამო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?