ადამიანებმა სასტიკად მოკლულ კატას, ავტობუსის გაჩერებასთან, მემორიალი დაუდგეს
ადამიანებმა სასტიკად მოკლულ კატას, ავტობუსის გაჩერებასთან, მემორიალი დაუდგეს
ყოველი დღე ავტობუსის მგზავრები მოუთმენლად ელოდნენ 13 წლის კატა მისისთან შეხვედრას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინგლისში მდებარე Leigh Park-ის ავტობუსის გაჩერებასთან ბინადრობდა. 

სამწუხაროდ, გასულ კვირას მისი უმოწყალოდ სცემეს უცნობმა ადამინებმა.

დაშავებული კატა გაჭირვებით მივიდა 72 წლის მომვლელთან, რომელიც მასზე 9 წლის განმავლობაში ზრუნავდა.

მოხუცის შვილი The Telegraph-თან ინტერვიუში ამბობს:


"მისის თავი არაერთ ადგილას ჰქონდა გატეხილი. ცემისგან აღარც ერთი კბილი ჰქონდა. ერთი თვალი საერთოდ ამოვარდნილი იყო, ხოლო მეორე თითქოს ძაფზე ეკიდა. ასევე, სდიოდა სისხლი. ვეტერინარებმა ვერ გვიპასუხეს შეუნრაჩუნდებოდა თუ არა ერთი
თვალი მაინც და მათ შემოგვთავაზეს კატისთვის ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაგვეკეთებინა. ჩემი მშობლები გაოგნებულები იყვნენ, თავიდან
უარს აბობდნენ, თუმცა, ცხოველი იმდენად იტანჯებოდა, სხვა გზა არ გვქონდა."

მას შემდეგ, რაც მისის სიკვდილი გავრცელდა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მის საპატივცემულოდ ავტობუსის გაჩერებასთან იმპროვიზირებული მემორიალი გააკეთეს. იქ უამრავი ყვავილი მიჰქონდათ კატის მოყვარულებს, ასევე - ნახატები, სადაც კატა იყო გამოსახული.

Zooclub

მისი იმდენად პოპულარული იყო, რომ მემორიალის შექმნისთვის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა თანხის შეგროვება დაიწყო. ადამიანები Twitter-ის გვერდზე გამოხატავდნენ მწუხარებას.

Zooclub

ავტობუსის მძღოლმა მემორიალთან დატოვა წერილი შემდეგი ტექსტით: "შენი ნახვა ყოველთვის დადებით განწყობას მიქმნიდა. მომენატრები."

Zooclub

ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ იპოვონ ის ადამიანი, ვინც ცხოველის მიმართ ასეთი სისასტიკე ჩაიდინა.

Zooclub

"ეს წამოუდგენელი საქციელია. დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს დამნაშავე."

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია თხოვნით - ვინც კი რაიმე ინფორმაციას ფლობს მისის წამებასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეატყობინონ პოლიციას.

ასევე იხილეთ:

ყველაზე ერთგული კატა მსოფლიოში (+ვიდეო)

კატის დაკრძალვას 3 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო