“მატროსი” და “ბოცმანი” - უჩვეულო კრუიზი კატებთან ერთად (+ფოტო)
“მატროსი” და “ბოცმანი” - უჩვეულო კრუიზი კატებთან ერთად (+ფოტო)
გაიცანით, ესაა კატა, სახელად მატროსი. იგი “მსახურობს” პატარა გემზე, რომელიც მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს შორის დაცურავს. გემბანზე მშვიდად მოსეირნე კატას მგზავრები ღიმილით მიაცილებენ. მას კი ეს ყურადღება ახარებს.

მატროსს ჰყავს მოსწავლე, შოტლანდიური კატა, სახელად ბოცმანი. ასე რომ, გემი ორი კატის თავშესაფარია. ბოცმანი იმის გამო აიყვანეს, რომ მატროსს თავი მარტოდ არ ეგრძნო.
ბოცმანს ძალიან უყვარს ძილი და თავის ქუდთან თამაში.

გემის კაპიტანს, ვლადიმერ კოტინს ძალიან უყვარს კატები და მატროსის გემზე ცხოვრება სწორედ მისი დამსახურებაა. ვლადიმერმა აღნიშნა, რომ დროდადრო მატროსი მეტეოროლოგის ფუნქციას ასრულებს -
მისი ქცევით შეიძლება ბუნების მოვლენების სიურპრიზების გამოცნობაც.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?