ვერ წარმოიდგენთ, რის ლეკვებს კვებავს დედა კატა
ვერ წარმოიდგენთ, რის ლეკვებს კვებავს დედა კატა
ნოვოსიბირსკის ზოოპარკში კატა მუსკა ხუთი წითელი მგლის დედობილი გახდა.
ზოოპარკის ცნობით, წითელ მგლებს მილისა და ბოსას შეეძინათ 5 ლეკვი, თუმცა, მომვლელებმა ახალშობილები დედას ჩამოაშორეს, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 

მუსკამ, რომელიც ზოოპარკში დიდი ხანია ცხოვრობს, ლეკვები თბილად მიიღო.

Zooclub

"როდესაც ლეკვებისთვის დედობილს ვეძებდით, კატას ერთი კნუტი ჰყავდა გამოსაკვები, ამიტომ მასთან მივიყვანეთ. მუსკამ თბილად მიიღო პატარა ცხოველები. მათ საკუთარი შვილებივით უვლიდა - ლოკავდა და საკუთარ რძეს უნაწილებდა. კატასთან მგლის ლეკვები 1,5 თვემდე ცხოვრობდნენ, ამ პერიოდში გაიზარდნენ და გალიაში გადავიყვანეთ. ისინი უკვე მიირთმევენ
ხორცს და აქტიურად თამაშობენ."- წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია საკუთარი  Facebook-ის გვერდზე.

ასევე იხილეთ:

უდედოდ დარჩენილი ლეკვები ტიროდნენ...
ძაღლმა თავისი გალია გატეხა და მათ გისოსებს მიუახლოვდა


ქალმა ამ ობოლ არსებას სიცოცხლე დაუბრუნა

ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა მელიამ, როცა ადამიანი სიცილით მიუახლოვდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?