მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატებს ესმით ფიზიკა
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატებს ესმით ფიზიკა
როგორ ფიქრობთ, რომელი ცხოველია ყველაზე ჭკვიანი? რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად პასუხის გაცემა რთულია. სხვადასხვა ცხოველი წარმატებულად ართმევს ამა თუ იმ ამოცანას თავს. ამიტომ ცოტა ხნის წინ იაპონელმა მეციერებმა ფორმულირება შეუცვალეს ამ კითხვას და სცადეს გაგება, რომელი ცხოველი უფრო ერკვევა რთულ მეციერება - ფიზიკაში. პასუხი კატების მოყვარულებს გაახარებს, რადგან ეს ცხოველი კატაა!

კლასიკური ტესტი, რომელიც ცხოველებსა და მიმდინარე მოვლენებს შორის ლოგიკურ დამოკიდებულებას პოულობს, საკმაოდ მარტივად გამოიყურება. თავიდან ცხოველს აჩვენებენ ორ ჯამს: ცარიელსა და საკვებით სავსეს. შემდეგ ჯამები იწყებენ გადაადგილებას და ფარდის უკან
ქრებიან. ცხოველის ამოცანაა მიხვდეს, რომ საკვები სწორედ იმ ფარდის ბოლოდან გამოჩნდება, საითაც ის მოძრაობდა და
მიირბინოს სასურველ სასუსნავამდე. ეს ადვილი ამოცანა ცხოველთა სამყაროს ბევრმა წარმომადგენელმა ვერ ამოხსნა, ჩვენმა „წინაპარმა“ მაიმუნებმაც კი.

სპეციალისტებმა მხოლოდ კატებისთვის ტესტი გაართულეს. კატებს უნდა დაეკავშირებინათ ხმა საგანთან, რომელიც ამოჭრილ, ნახევრად გამჭვირვალე ყუთში იმყოფებოდა. ხან ყუთიდან შრიალის ხმა ისმოდა, თუმცა, შიგნით არაფერი იყო. ამ შემთხვევაში კატები კონტეინერის გამოკვლევას იწყებდნენ, ეხებოდნენ თათებით და ძალიან შეფიქრიანებულად გამოიყურებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, კატებმა შეძლეს, ყუთიდან მომდინარე ხმები მასში მყოფ საგანთან დაეკავშირებინათ.

ამ ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ კატებს ძალიან კარგად აქვთ განვითარებული და გათავისებული მიზეზშედეგობრივი კავშირები, რაც ფიზიკის ყველა კანონში ჩადებულია. ასე რომ, თუ გგონიათ, რომ თქვენი საყვარელი ფისო ძალიან უცნაურად იქცევა და ზედმეტ ინტერესს იჩენს სრულიად ჩვეულებრივი საგნებისა და მოვლენებისადმი, მაშ თქვენ ბოლომდე არ გესმით, რა ხდება. მას ალბათ უნდა გითხრათ: “ის, რასაც ვხედავ, ძალიან ალოგიკურია. მაგრამ შენ არ იდარდო, თავად გავერკვევი ყველაფერში“.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?