შავი კატების წყალობით, აუტისტი გოგონა 10 წლის შემდეგ პირველად ალაპარაკდა... (+ვიდეო)
შავი კატების წყალობით, აუტისტი გოგონა 10 წლის შემდეგ პირველად ალაპარაკდა... (+ვიდეო)
ამერიკელი 22 წლის ჯორდანი, რომელმაც ბოლო 10 წელი სრულ დუმილში გაატარა, ახლახანს ალაპარაკდა.

ჯორდანი აუტისტია, ამიტომ ხშირად თვითგამოხატვის პრობლემა აქვს. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ის შემთხვევა, როდესაც იგი კატების, განსაკუთრებით კი შავი კატების გარემოცვაშია.

2006 წელს ჯორდანი Mychal's Learning Place-ის სარეაბილიტაციო ცენტრში შევიდა. ეს კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ბავშვებსა და უფროს ადამიანებს განვითარების პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

მოხალისეებსა და პაციენტებს თავშესაფრებსა და ზოომაღაზიასთან თანამშრომლობის წყალობით, ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა აქვთ.

სწორედ ასე მიეცა საშუალება ჯორდანს პატარა კნუტების აღმზრდელი გამხდარიყო. კნუტები გარე სამყაროსთან ადაპტაციას საჭიროებდნენ.
გოგონასა და კნუტების ურთიერთობამ უდიდესი დადებითი გავლენა მოახდინა, როგორც ცხოველებზე, ასევე თავად გოგონაზე.

Zooclub

განსაკუთრებით დაუახლოვდა
ჯორდანი შავ კნუტს, სახელად გრეისს. თანამშრომლებმა შეამჩნიეს, თუ როგორი ბედნიერი იყო გოგონა სწორედ შავ კატებთან ურთიერთობის დროს. ამან მისი ცხოვრება შეცვალა: შავი კატები მას აბედნიერებენ. ისინი დაეხმარნენ ჯორდანს ლაპარაკის დაწყებაში.

ჯორდანმა მთელი გზა გაიარა სრული დუმილიდან ხმის დაბრუნებამდე და ეს ყველაფერი შავი კატების სიყვარულის გამო მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ფისო
იმედია, ქართველებიც ისწავლიან კატების სიყვარულს ბრიტანელების, იაპონლების,ამერიკელების,რუსების მსგავსად.
datiko48
ჩემი შავი ფისო ტასიკო მკურნალობდა ყოველთვის როცა ვიყავი პახმელიაზე,მოვიდოდა თათებს დამარტყამდა ნაზად ხელზე და ათ წუთში ვიყავი აბსოლუტურად ფხიზელი,და როდესაც რაღაც მაწუხებდა[ტკივილი]მოდიოდა და თათებით მკურნავდა,ეს ყველაფერი შეუძლიათ უფრო დედალ ფისუნიებს!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?