ყველაზე ხნიერი კატა მსოფლიოში
ყველაზე ხნიერი კატა მსოფლიოში

მსოფლიოში უამრავი ხანდაზმული კატაა, რომელსაც "ყველაზე ხნიერი კატის" ტიტული უნდა მოეპოვებინა,თუმცა, მათ შორის აღმოაჩნდა 24 წლის , ყრუ და ბრმა,  კატა სახელად პოპი, რომელსაც ეს რეკორდი ერგო.

(კატის 24 წელი, ადამიანის 114 წელს უტოლდება).

პოპი დორსეტში (ინგლისი) ცხოვრობს. ხუთი წლის იყო, როდესაც მარგარეტ ქორნერმა და მისმა ქალიშვილმა სახლში მიიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობისგან პოპის უკვე აღარც ესმის და ვეღარც ხედავს, ის ჯერჯერობით მაინც მხნედ არის. პოპის გარდა ქორნერების ოჯახში ბინადრობს კიდევ ოთხი კატა, ორი კურდღელი და ერთი მღრღნელი.

"ვიცით, რომ პოპი ძალიან ხნიერია,
მაგრამ როდესაც ის "მსოფლიოში ყველაზე ხნიერ კატად" დაასახელეს, ძალიან გაგვიხარდა. ვამაყობთ მისით და ძალიან გვსიამოვნებს,
რომ ის კვლავაც ჩვენს გვერდით არის."- ამბობს მარგარეტი.

პოპი ფინქის მემკვიდრეა. ამ უკანასკნელმა ყველაზე ხნიერი კატის რეკორდი წინა წელს მოიპოვა. ფინქი კანზასის შტატში (აშშ) ცხოვრობდა, თუმცა, სამწუხაროდ გასულ წელს გარდაიცვალა.

მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა იყო Creme Puff, რომელიც ცხოვრობდა ქალაქ ოსტინში (ტეხასის შტატი), მან 38 წელი და 3 დღე იცოცხლა.

 

გალერეა
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?