კატა ბობო 9 წელია, მაღაზიაში მუშაობს
კატა ბობო 9 წელია, მაღაზიაში მუშაობს
ჟღალი კატა ბობო 9 წლის განმავლობაში მუშაობს ნიუ-იორკის სუვენირების მაღაზიაში და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმიანობას. კატის ამბავი ინტერნეტ სივრცეში მისმა კოლეგა ემმიმ გაავრცელა:

"ბობო უპატრონო კნუტი იყო. ის მაღაზიაში ქუჩიდან მოიყვანეს.  ეს მოხდა 9 წლის წინ. დღეს ის ხვდება მყიდველებს  და მაღაზიაში გიდობას უწევს. ბობო მათ აჩვენებს, რა სად დევს და, რაც მთავარია, ის მუშაობს შესვენების გარეშე."-ამბობს გოგონა.

Zooclub

ენნის თქმით, მაღაზიაში მუშაობა  2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ კატას თავად უვლის.

Zooclub

ერთი წლის წინ ბობოს საკუთარი გვერდი შეუქმნეს
ინსტაგრამზე და მან უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. დღეს, ბობოს  8300 ხელმომწერი ჰყავს, ხოლო მისი ფოტოების რაოდენობა
400-ზე მეტია.

Zooclub

"ის თავის საქმიანობას ჩემზე კარგად ასრულებს.  ბობო ემსახურება მყიდველებს, ხვდება მათ და აცილებს, ხოლო თუ სადმე მოსაწვევი ბარათი ან სურათი დავარდა, ჯდება მის სიახლოვეს, რათა თანამშრომლებმა მალე ვიპოვოთ და თავის ადგილზე დავაბრუნოთ."-ამბობს ენნი.

Zooclub

ინტერნეტ მომხმარებლები აღფრთოვანებულნი არიან კატის ერთგულებით თავისი სამსახურის მიმართ, თუმცა, ზოგიერთები აღნიშნავენ, რომ ბობოსთვის აუცილებელია დასვენების დღეები ისევე, როგორც სხვა თანამშომლებისთვის.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელიც მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს

როცა მოხუცს მაღაზიაში წასვლა აღარ შეეძლო, თავის ძაღლს მისცა კალათა და...

ძაღლი ძეხვის საყიდლად მაღაზიაში ყოველდღე მარტო დადის
fiso-gori
დაასვენეთ შაბათ-კვირას ეს საყვარელი ფისუნია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?