კატები ვიკინგებთან ერთად იპყრობდნენ მიწებს
კატები ვიკინგებთან ერთად იპყრობდნენ მიწებს
ფრანგმა მეცნიერებმა კატების დნმ-ის მასშტაბური კვლევის შედეგები დადეს. კვლევის ამოცანა იყო დედამიწაზე ამ ცხოველების განსახლების მიმართულებები.

მეცნიერული სამუშაოს შედეგები ჟურნალ "Nature"-ში გამოქვეყნდა. ჟან მონოს სახელობის პარიზის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე 30 ადგილიდან არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი 209 უძველესი კატების ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა შეისწავლეს. ნიმუშები 15 000 წლის წინა პერიოდიდან XVIII საუკუნემდე შუალედს განეკუთვნება.

მუმიფიცირებული კატა ძველეგვიპტიდან. Natural History Museum-ის ფოტო.
Zooclub

მეცნიერებმა მსოფლიოს მასშტაბით კატების განსახლების ორი ძირითადი ეტაპი დაადგინეს. პირველი ეტაპი აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთში სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება.
მიწათმოქმედებთან ერთად კატებიც მოგზაურობდნენ, რათა მარცვლეულობა და სხვა კულტურები მღრღნელებისგან დაეცვათ.

რამდენიმე ათასი წლის შემდეგ
ევროპაში კატა ”მეორე ტალღად” აქტიურად გავრცელდა. იქ ისინი მეზღვაურებმა ჩაიყვანეს, პირველ რიგში - ვიკინგებმა, რომლებიც შედარებით თბილ ქვეყნებს ესხმოდნენ თავს. გემებზე ბევრი ვირთხა იყო და კატები შესანიშნავი თანამგზავრები აღმოჩნდნენ. ეს დასკვნა სამხრეთ გერმანიაში ვიკინგების VIII—XI საუკუნის სამარხებში აღმოჩენილი კატების დნმ-ის ანალიზით მტკიცდება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?