გოგონამ გაპარსული კატა სფინქსის ფასად იყიდა
გოგონამ გაპარსული კატა სფინქსის ფასად იყიდა
კანადის პროვინციის მცხოვრებს მიჰყიდეს კატა, რომელიც გაპარსეს, რათა სფინქსის ჯიშად გაესაღებინათ.

"Metro"-ს ცნობით, ჯო-ანნა დაიკმა დაახლოებით 700 დოლარი გადაიხადა კნუტში, რომელიც ინტერნეტში ნახა. ადმაიანებმა, რომლებიც ვითომ და კანადურ სფინქსს ამრავლებდნენ, ქალბატონს ადგილზე მისვლისა და კნუტის წაყვანის უფლება არ მისცეს. ცხოველი მას სახლში თავად მიუყვანეს.

Zooclub

“შესახედად კნუტი 8 თვის იქნებოდა და მას საერთოდ არ ჰქონდა ბეწვი”, - ამბობს პატრონი.
იმის გამო, რომ დაიკი მეორე კატას ვერ შეეგუა, პატრონმა მისი ინტერნეტით გაყიდვა გადაწყვიტა. ახალმა პატრონმა შანი იანგმა კნუტი ვეტერინართან წაიყვანა, რადგან შეამჩნია,
რომ კატა სიცივისგან ხშირად კანკალებდა. მან ასევე ყურადღება მიაქცია კატის კანზე პატარა ნაფხაჭნებს.

Zooclub

ექიმმა ქალბატონს
აუხსნა, რომ კატა, რომელიც სულაც არაა სფინქსის ჯიშის, სავარაუდოდ ან გაპარსეს ან სპეციალური კრემის მეშვეობით, ბეწვი მოაცილეს. ერთ კვირაში კნუტ ვლადის წითური ბეწვი ამოუვიდა.

Zooclub

სფინქსის ჯიშის კატის ფასი 3000 დოლარს აღწევს.

ასეთივე ფაქტი მოხდა 2014 წლის დეკემბერს, როდესაც ჩაუ-ჩაუს ჯიშის ორი თეთრი ლეკვი იტალიურ მოხეტიალე ცირკში მოთვინიერებულ პანდებად გაასაღეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?