ფრანგმა ქალბატონმა კატებს დასახმარებლად 300 000 ევრო უანდერძა
ფრანგმა ქალბატონმა კატებს დასახმარებლად 300 000 ევრო უანდერძა
"ალბერვილის ქალაქის მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც შარშან, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, 100 000 ევროდ ღირებული თავისი ბინა და დამატებით 200 000 ევრო დაუტოვა მერიას იმ პირობით, რომ ბოლომდე კატების მოვლას მოხმარდებოდა", - იტყობინება რადიოსადგური "France Bleu Pays de Savoie"-ი.

ანდერძის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალური საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა. ცნობილი გახდა, რომ ქალბატონი ცხოველთა დაცვის ასოციაციაში მოხალისედ ირიცხებოდა.

ალბერვილის მერმა, მარტინ ბერტემ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება ნახევარი წლის განმავლობაში გადაწყვეტს კატებისთვის დატოვებული 300 000 ევროს ბედს. მისი სიტყვებით, შეიძლება, ეს თანხა კატების თავშესაფრის მშენებლობას
მოხმარდეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?