შესანიშნავი იდეა - მათ კატების დასახმარებლად ახალი წლის მისალოცი ბარათები გამოუშვეს
შესანიშნავი იდეა - მათ კატების დასახმარებლად ახალი წლის მისალოცი ბარათები გამოუშვეს
პროქეტი ”ლეო - need”-ის პეტერბურგელმა მოხალისეებმა საახალწლო მისალოცი ბარათების საქველმოქმედო ლიმიტირებული სერია გამოუშვეს. შემოსული თანხით უსახლკარო კატებს დაეხმარებიან.

საახალწლო ბარათებზე ის ფისოები ხატია, რომელთაც ამ პროექტის მონაწილეები უვლიან და ეხმარებიან. მათ შორის არიან: კატა კასანდრა მოტეხილობებით, უსინათლო ცხოველები ლენკა და კოტია, შავი კატა ტინი და სხვანი.

ცხოველთა დამცველები ეხმარებიან ცხოველებს, რომლებიც პეტერბურგის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. იქ მცხოვრებ წყვილს ქუჩიდან მიყავდათ კატები, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კატებს ექსტრასენსორული უნარი ქონდათ. შედეგად, პატარა ბინაში 60 კატა შეგროვდა. ბევრი მათგანი ავად იყო და სასწრაფო
სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.

ახლა 30 კატა უკვე მკურნალობას გადის. როდესაც ცხოველები გამოჯანმრთელდებიან, მზრუნველ ოჯახებში გააჩუქებენ.

აქვე დავამატებთ, რომ ”ლეო - need”-ის შეძენა შეიძლება მაღაზიებში ”გმადლობთ” და საიტზე ”Зверопочта”. ესაა მისალოცი ბარათების საიტი, საიდანაც მოგებული თანხა უსახლკარო ცხოველებს ხმარდება.

უსახლკარო ცხოველების დასახმარებლად ამ შესანიშნავი იდეის განხორციელება საქართველოშიცაა შესაძლებელი!



Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub