მეგობრობა ბოლო წუთამდე: კატა 16 წლის ძაღლზე ზრუნავს
მეგობრობა ბოლო წუთამდე: კატა 16 წლის ძაღლზე ზრუნავს
ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ კატა და ძაღლი ერთმანეთის მტრები არიან, მაგრამ მათ ალბათ ეს ისტორია არ სმენიათ:

16 წლის შიბა-ინუს ჯიშის ძაღლი, სახელად სინო, ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯება. მას გონებრივი ჩამორჩენა და მეხსიერების პრობლემა აქვს.

მიუხედავად ყველაფრისა, სინოს ძალიან გაუმართლა - მოსიყვარულე პატრონები მასზე ზრუნავენ და  ერთი წუთითაც კი არ უფიქრიათ მისთვის ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაეკეთებინათ.

Zooclub

სინოსთან ერთად სახლში კიდევ 5 კატა ცხოვრობს, მათ შორის - ხუთი წლის ხვადი, სახელად კუუ. ეს უკანასკნელი ხნიერი ძაღლის მიმართ მზრუნველობით გამოირჩევა.

Zooclub

კუუ ყოველთვის სინოს
გვერდითაა. როგორც კი ძაღლი გაიღვიძებს, კატა უახლოვდება მას და ნაზად კრუტუნებს.

Zooclub

ისინი
ერთად თამაშობენ და ერთად სძინავთ.

Zooclub

კუუს დამსახურებაა, რომ 16 წლის ავადმყოფი ძაღლი მარტოობას არასოდეს განიცდის.

ასევე იხილეთ:

ცხენი და კატა საუკეთესო მეგობრები გახდნენ

ლეკვები ბუდისტური მონასტრიდან... მათ ხშირად ამჩნევენ ერთმანეთთან ჩახუტებულს

იხვი თავად ესტუმრა სევდიან ძაღლს, რომელმაც მეგობარი დაკარგა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?