1. ხვადებისგან განსხვავებით, ძუ კატები, ჩვეულებრივ, ცაციები არიან.
2. კატებს უბრალოდ არ სჭირდებათ ტკბილი საკვები. ისინი მას გემოთიც კი ვერ არჩევენ.
3. კაცებს, რომლებსაც კატები ჰყავთ, სიყვარულში უმართლებთ. ისინი უფრო კეთილები და ნაზები არიან.
4. კატის ტვინი ადამიანის ტვინის მსგავსია. მათ ემოციებზე ადამიანის ანალოგიური ტვინის ადგილები რეაგირებენ.
5. როდესაც კატა ადამიანს ეხახუნება, ესეიგი მას ნიშნავს. ამიტომ
6. აილუროფილია - ფსიქიური მდგომარეობა, რომელიც კატების უზომოდ დიდი სიყვარულით ხასიათდება.
7. კატების პატრონებს ინფარქტისა და ინსულტის 30%-ით ნაკლები შანსი აქვს.
8. ყველა მულტფილმში კატები რძეს სვამებ, სინამდვილეში კი, ისინი ლაკტოზას ვერ იტანენ.
9. ყველა სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, კატები ვერ იტანენ თევზს. ველურ ბუნებაში კატები საერთოდ არ ჭამენ მათ, რადგან ეშინიათ წყლის და არ შეუძლიათ თევზის დაჭერა.
10. კატებს დღე-ღამეში 18 საათი სძინავთ, დანარჩნი დრო კი თავს უვლიან. შეიძლება ამიტომაც ვერ ხარჯავენ ზედმეტ დროს პატრონზე, როგორც ამას “თავმოყვარეობანაკლული ძაღლები” აკეთებენ.
11. მოსიყვარულე კატას 100 სხვადასხვა ბგერის გამოცემა შეუძლია, ეს კი ძაღლების შესაძლებლობასთან შედარებით 90%-ზე მეტია.
12. დედამიწაზე ყველაზე გრძელი კატა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და მისი სიგრძე 119 სანტიმეტრია, რაც საშუალო ზომის კატაზე ორჯერ დიდია.
13. კატებს კნავილის საშუალებით ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ. მათ ბავშის ხმის იმიტირებაც კი გამოსდით.
14. კატის ცხვირის ზედაპირი შეგვიძლია თითების ანაბეჭდებს შევადაროთ.
15. ულვაშები კატას სჭირდება იმისთვის, რომ შეამოწმონ, რომელ ღრიჭოში შეიძლება შეეტიონ და რომელში ვერა. კატას 12-12 ულვაში აქვს!
16. კატას ძალიან დიდი მანძილის გადალახვა შეუძლია და ის მაინც უკან, სახლში დაბრუნდება.
17. დღესდღეობით, ყველაზე დიდი ველური კატა ამურის ვეფხვია.
18. ხოლო ყველაზე პატარა ველური კატა შავფეხება კატაა.
19. პატრონების დაახლოებით ⅓ ნაწილი თვლის, რომ კატებს მათ აზრების წაკითხვა შეუძლიათ.
20.და ბოლოს, კატები მართლაც საოცარი ქმნილებები არიან!